reportiori.ge - ეკა ბესელია: მოსამართლის გადაწყვეტილება არავითარ კავშირში არ არის „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 19 აგვისტო, 2019. 11:49
მედია
ეკა ბესელია: მოსამართლის გადაწყვეტილება არავითარ კავშირში არ არის „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან
ავტორი:
07 ნოემბერი, 2015. 22:05



საპარლამენრო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია „რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლება პროცესებში არ ერევა. ამის შესახებ ბესელიამ  „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა და აქვე დასძინა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება არხის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან არავითარ კავშირში არ არის. 

 

„კონსტიტუციაში წერია, რომ ვერცერთ მოსამართლეს ვერ მოსთხოვ ანგარიშს ვერცერთ კონკრეტულ საქმეზე. ვერც „ნაციონალური მოძრაობა" და ვერც ვერავინ ვერ აღუდგება წინ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვერ შეცვლის მას გარდა ისევ სასამართლო ინსტანციისა. ეს არის კონსტიტუციური დათქმა. რომელ კონსტიტუციურ წესრიგზე გვესაუბრებიან ეს ბატონები, როდესაც გვეუბნებიან, რომ ჩაიდენენ დანაშაულს და არ აღასრულებენ სასამართლო გადაწყვეტილებას?

 

მოსამართლის გადაწყვეტილება არავითარ კავშირში არ არის „რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან. სტანდარტი, რომელიც არის აღებული კონკრეტული პრეცედენტული გადაწყვეტილებებიდან, ეს არის ის პრეცედენტები, რომლებსაც იყენებს ყველა თანამედროვე ტიპის სასამართლო, იმისთვის, რომ განსაზღვროს რა არის თავისუფლების ხარისხი და ის უფლება, რასაც ჰქვია, რომ საზოგადოებამ მიიღის ობიექტური ინფორმაცია.

 

თუ სიტყვის თავისუფლება მართლაც არის შესაძლებელი დაიბრუნოს „რუსთავი 2"-მა ძალიან დიდი ხნის მერე, დღეს ამის შანსი აქვს. „რუსთავი 2" არასდროს არ იყო თავისუფალი, იმიტომ, რომ მთელი წლები ის ემსახურებოდა ერთ პოლიტიკურ გუნდს.

 

ხელისუფლება არ ერევა ამ პროცესებში. ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს კერძო სამართლებრივ დავაში. ასევე, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ღამით არ გამოსულა. მოსამართლემ გამოიყენა ნორმა რომელიც არსებობს და მოქმედებს. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ვინმეს არ მოსწონს ურთმელიძის გადაწყვეტილება და არ დაემორჩილება, უკაცრავად მაგრამ, მე პირადად მიმაჩნდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები უკანონოდ დაატყვევა მოსამართლის გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ, რა მექნა ციხე უნდა ამეღო თუ სასამართლოს შენობა უნდა ამეღო?!" - განაცხადა ეკა ბესელიამ. 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016