reportiori.ge - დავით დვალი: ყველა გზა გახსნილია, ნურავინ იტყვის, რომ ხელოვნურად ვინმე აფერხებს „რუსთავი 2“-ის ფუნქციონირებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 19 აგვისტო, 2019. 12:43
მედია
დავით დვალი: ყველა გზა გახსნილია, ნურავინ იტყვის, რომ ხელოვნურად ვინმე აფერხებს „რუსთავი 2“-ის ფუნქციონირებას
ავტორი:
11 ნოემბერი, 2015. 14:30



ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველებმა რეზო საყევარიშვილმა, დავით დვალმა და „რუსთავი 2"-ის ყოფილმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ სურვილი აქვთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტელეკომპანიის გარშემო არსებულ ვითარებაში მედიატორის როლი შეასრულონ. როგორც დავით დვალმა განმარტა, მათ უკვე მიმართეს „საია"-ს და დაგეგმილი აქვთ შეხვედრები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.


„მივმართეთ „საია"-ს ხელმძღვანელს, ანა ნაცვლიშვილს. ხვალ გვაქვს დაგეგმილი ამ მხრივ შეხვედრები, მივმართავთ სხვა არასამთავრობოებს. უკონფლიქტო, სამართლებრივი გზით გვინდა განხორციელდეს ეს დავა. იქნებ მედიაცია შეასრულონ და დაარეგულირონ ეს საკითხი", - განაცხადა დავით დვალმა.

 

 

აქვე დვალმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ტელეკომპანიის დროებითმა მმართველებმა უფლებამოსილება ზაალ უდუმაშვილს გადასცეს და ამით დაანახვეს საზოგადოებას, რომ ხელოვნურად არავინ აფერხებს „რუსთავი 2"-ის ფუნქციონირებას.


„უფლებამოსილება ზაალ უდუმაშვილს მივანიჭეთ, ეს არის ჩვენი კეთილი ნება. მე მინდა, რომ განხილვა მოხდეს ზედა ინსტანციაში და ითქვას, იყო თუ არა დაშვებული შეცდომა. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, ყველა უფლებამოსილება დირექტორის მოადგილემ შეასრულოს. ამ უფლებას ვანიჭებთ, რადგან იმ ორგანიზაციაზე ყველას შესტკივა გული, ზალიკოსაც, ჩვენც და ა.შ. საუბარია აქ მეორე მხარის ნებაზე. თუ საუბრობენ, რომ პრობლემა შეექმნებათ მათ ამის გამო, ჩვენ ამ პრობლემას ვუხსნით", - განაცხადა დვალმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016