reportiori.ge - დავით დვალი: დროებითი მმართველების შესახებ გადაწყვეტილება ნაჩქარევად იყო მიღებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 22 აგვისტო, 2019. 06:51
მედია
დავით დვალი: დროებითი მმართველების შესახებ გადაწყვეტილება ნაჩქარევად იყო მიღებული
ავტორი:
11 ნოემბერი, 2015. 14:35



ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველი დავით დვალი ამბობს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ნაჩქარევად იყო მიღებული.


„არსებობს მრავალი დაუდასტურებელი ინფორმაცია იმ თემასთან დაკავშირებით, რომ ალტერნატიული გეგმები ისახება „რუსთავი 2"-ში, საუბარია ახალი ტელევიზიის შექმნაზე, საუბარია იმაზე, რომ წავლენ და მანამდე აპარატურას დააზიანებენ და ა.შ. რეალურად პრობლემა იყო ის, რომ ორგანიზაციას რაიმე ზიანი არ მიყენებოდა და მის ფუნქციონირებას პრობლემა არ შექმნოდა. ჩვენი მოტივაცია, როდესაც დროებით მმართველობას დავთანხმდით, იყო ეს. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ნაჩქარევად იყო მიღებული. ფორმულირებებმა, რაც იქ გაჟღერდა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მეც ვეთანხმები, რომ მოსამართლის დადგენილებაში საკამათო პუნქტებია გაჟღერებული. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ეჭვები, რამდენად ვარ მიუკერძოებელი პირი. რადგან ამაზე ეჭვები არის, ჩვენ მზად ვართ, გასაჩივრდეს შემდეგ ინსტანციაში და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგებით ფუნქციონირებას", - განაცხადა დავით დვალმა.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016