reportiori.ge - ბაია გადაბაძე: ირაკლი რუხაძე მაკა ასათიანს 7,5 მილიონ დოლარს სთავაზობდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 10 დეკემბერი, 2018. 04:48
მედია
ბაია გადაბაძე: ირაკლი რუხაძე მაკა ასათიანს 7,5 მილიონ დოლარს სთავაზობდა
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 13:30

 

 

ტელეკომპანია „მაესტროს"დირექტორმა ბაია გადაბაძემ ირაკლი რუხაძის მიერ კოტე გოგელიასა და მაკა ასათიანისთვის მიწერილი დოკუმეტი გაასაჯაროვა. განცხადება გადაბაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


დოკუმენტის თანახმად, ირაკლი რუხაძე  მაკა ასათიანს გარიგებას სთავაზობდა, რის სანაცვლოდაც იხდიდა 7,5 მლნ დოლარს.

ბაია გადაბაძის განცხადებით, ამ დოკუმეტიდან ნათლად ჩანს, რომ რუხაძე ტელეკომპანიის შინაარსით იყო დაინტერესებული.


„მას აქვს ჩამოთვლილი პუნქტები, თუ რა აინტერესებს „მაესტროში" - „მაესტროზე", როგორც ბრენდზე უფლება, „მაესტროს" ლიცენზიები და სიხშირეები, შეძენილი ტელენაწარმის  ქონთენთი, ანუ შინაარსი, საავტორო უფლებები „მაესტროს" მიერ ნაწარმოებ ტელეპროდუქციაზე. ეს შემოთავაზება გრძელდებოდა სისტემატურად, წინა კვირის ჩათვლით, მაგრამ მაკა ასათიანმა არ დათმო წილი, თუმცა ირაკლი რუხაძემ ის 25%-იანი წილი გამოიყენა, რომელიც ჰქონდა გია გაჩეჩილაძეს", - განაცხადა გადაბაძემ.





მოამზადა სალომე ჯანდიერმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016