reportiori.ge - დავით პაპუაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 15 დეკემბერი, 2018. 10:36
კულტურა
დავით პაპუაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი
24 თებერვალი, 2014. 22:17



„ჩემი რუსთაველის თეატრი“ – რუსთაველის თეატრის მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის  დავით პაპუაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნია. 



„ამ პატარა წიგნში, – წერს ავტორი, – შევეცადე ჩემი განვლილი ცხოვრების ეპიზოდები მომეთხრო, ჩემი სიხარული, ჩემი წუხილი, ჩემი ტკივილი, ჩემი სიყვარული თქვენთვის გამეზიარებინა“.

აი, რას ამობენ მის შესახებ კოლეგები და მეგობრები: „ყოველ ქალაქს, ყოველ რაიონს, სოფელსა და უბანს ჰყავს გამორჩეული პიროვნება – ან კარგი თამადა, ან იუმორით აღსავსე და კარგი ანეკდოტის მომყოლი... რასაკვირველია, არც თეატრია გამონაკლისი. რუსთაველის თეატრში ასეთი კოლორიტი არის ჩემი კეთილი კაცი „მაგარი“ მსახიობი – „გრიგორიჩი“, იგივე დათო პაპუაშვილი. – ვანო გოგიტიძე.

„რას იზამ? ნიჭით და კიდევ რაღაც განსაკუთრებული თვისებებით ფასდება მსახიობი თეატრში. დათოს განსაკუთრებული თვისება კი, თეატრის დიდი ერთგულება და უზომო სიყვარულია...  არაერთხელ დავმტკბარვარ შენი ნიჭით, თამაშით, იუმორით, შენთან ქეიფით და მადლიერებით მინდა შემოგძახო გრიგორიჩ ოქრო ხარ!“ – ზაზა პაპუაშვილი.

....და კიდევ ერთი „ჩემთვის დათო მაგალითია, ნიჭიერი და უაღრესად თავდაჯერებული, პროფესიონალი ადამიანისა. ყოველთვის მომზადებული როლისთვის, რეპეტიციისთვის, სპექტაკლისთვის“ – გოგი მესხიშვილი.

 

ეს მისი რამდენიმე მეგობრის და კოლეგის  გამონათქვამია, თუმცა დათო რუსთაველის თეატრის ყველა თანამშრომლისთვის არა მარტო საყვარელი მსახიობი, არამედ მეგობარი და ახლობელიცაა. 50 წელი რუსთაველის თეატრში იყო და ყველას სიყვარულს იმსახურებდე, ეს ცოტა არ არის. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ დათომ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნს „ჩემი რუსთაველის თეატრი“ დაარქვა. ის ხომ მისთვის, მართლაც მეორე ოჯახია.

„ამ განწყობით შემოგთავაზეთ ჩემი ჩანაფიქრი, ჩემი მოკრძალებული ნააზრევი, მაპატიოს მკითხველმა, თუ ბოლომდე ვერ ამოვთქვი ჩემი სათქმელი. მე კი წინასწარ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ პატრა წიგნს წაიკითხავს და არ დამძრახავს“ – დათო პაპუაშვილი.

 

 

 

ბოლოთქმა

თავის წიგნში დათო პაპუაშვილი გულმხურვალედ ეტრფის რუსთაველის თეატრს, უკავშირებს საკუთარ შემოქმედებით წინსვლას რუსთაველის თეატრის წარმატებებს და ქედმოხრით ემადლიერება მას. შეიძლება ითქვას, რომ იგი სუნთქავს რუსთაველის თეატრით, არსებობს რუსთაველის თეატრით!.. სწორედ ამის შესახებ არის მისი ეს წიგნიც „ჩემი რუსთაველის თეატრი“.

 

 

 




 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016