reportiori.ge - ამის შემდეგ განვითარდა გონებისგამხსნელი ნიჩბის მეცნიერება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2019. 00:19
სხვადასხვა
ამის შემდეგ განვითარდა გონებისგამხსნელი ნიჩბის მეცნიერება
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 16:15


ერთხელ ოსტატ ვანთან მისი სამი შვილი მივიდა უცნაური თხოვნით. ოსტატმა გაიფიქრა: „ღირს კი რამე დავუშალო, მათ მაგიერ გადავწყვიტო და ცხოვრება ვასწავლო? იცხოვრონ, როგორც უნდათ!"


- მამა, - უთხრა აწითლებულმა უფროსმა ვაჟმა, - დიდხანს ვერ ვბედავდი თქმას, მაგრამ მამაკაცები უფრო მომწონს, ვიდრე ქალები. მე მიყვარს სუნ ახუა. რა თქმა უნდა, გინდა, რომ შენმა უფროსმა ვაჟმა შენი გვარი და შენი საქმე გააგრძელოს, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. უბრალოდ, მინდა, მთელი ცხოვრება სუნთან გავატარო.


- მამა, - უთხრა შუათანა ვაჟმა, - უნდა გამოგიტყდე, რომ პაციფისტი ვარ, მეზიზღება იარაღი, ხორცი და წამება. შენ ცდილობდი, მეომრად გაგეზარდე, რომელსაც მთელ ცისქვეშეთში გაიცნობდნენ, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს... მოდი, ამ გოჭს შინ წავიყვან, ვითამაშებ მასთან, ტანსაცმელს შევუკერავ და ვეგეტარიანელი გავხდები!


- მამა, - უთხრა ერთადერთმა ქალიშვილმა ოსტატ ვანს, - მე ახალგაზრდა, ლამაზი და ჭკვიანი ვარ. არ მინდა, ბავშვებსა და ვიღაც კაცს შევალიო ცხოვრება. წავალ ქალაქში, მაგრამ პირობას გაძლევ, ყოველ კვირას გინახულებ!


ოსტატმა ვანმა ის იყო დააპირა, შვილებისთვის თავისი აზრი ეთქვა, რომ თავში გაუელვა „ღირს კი რამე დავუშალო, მათ მაგიერ გადავწყვიტო და ცხოვრება ვასწავლო? დე, ისე მოიქცნენ, როგორც უნდათ, მთავარია - ბედნიერები იყონ. ველური ხომ არ ვარ, თანამედროვე ტოლერანტი ადამიანი ვარ".


- კარგით, შვილებო, - იცხოვრეთ, როგორც გინდათ...


გავიდა ათი წელი. შვილები ცხოვრობდნენ, როგორც სურდათ. უფროსი ვაჟი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ შიდსით გარდაიცვალა. მეორე, პრაქტიკულად საღორეში ცხოვრობდა, თავისთვის ფილოსოფოსობდა, რომ ეს სამყარო ნაგვისა და ჭუჭყის გროვაა. ქალიშვილი გამდიდრდა და წარმატებული კარიერა გაიკეთა, მაგრამ ახალგაზრდა საყვარელმა მისი ხელმოწერა გააყალბა და მთელი ქონება მოჰპარა. დაბრუნდა მამასთან, წიგნებს ჩაუჯდა და თვითგანვითარებას მიეძალა.


ოსტატი ვანი შეშინებული ფიქრობდა: „რა მეშველება, როცა ღრმად მოვხუცდები? არცერთი შვილიშვილი არ მყავს".


ამ ფიქრებით მეზობელთან მივიდა, რომელიც ფანჩატურში არომატულ ჩაის მიირთმევდა.


- როგორ ხარ, მეზობელო? - ჰკითხა ვანმა, - ყველაფერი რიგზეა? შვილები როგორ არიან?


- აი, უფროსმა უძველეს სარკოფაგებზე წარწერების გაშიფრვა დაიწყო, მოსწონს თავისი საქმე და თან შემოსავლიანიცაა. ცოლად მოსამართლის ქალიშვილი შეირთო - ვუყურებ და ვერ დამტკბარვარ მათი ცქერით! საშუალო იმპერატორის არმიაში მსახურობს, ასეულს მეთაურობს... ულამაზესმა ქალიშვილმა კი უკვე ხუთი შვილიშვილი მაჩუქა...


- საოცარია, - აღტაცებით თქვა ვანმა, - განა ათი წლის წინ შენს შვილებს უცნაური სურვილები არ ჰქონდათ? ახალგაზრდობაში ხომ ყველას უქრის თავში...


მეზობელმა ჯანმა თავი დაუქნია.


- მაშინ, როგორ ასწავლე ცხოვრება? გამანდე აღზრდის საიდუმლო.


- უბრალოდ, ვუთხარი, თუ ამ სისულელეებს არ მოეშვებით, ამ ნიჩბით მიგბერტყავთ-მეთქი...


ამის შემდეგ პიროვნების თავისუფლების სწავლება ცისქვეშეთში ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა - ამის მაგივრად განვითარდა გონებისგამხსნელი ნიჩბის მეცნიერება. ყველას ბედნიერებას გისურვებთ!




თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016