reportiori.ge - როგორ მოვამზადოთ სუში სახლის პირობებში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 07 დეკემბერი, 2019. 01:25
სხვადასხვა
როგორ მოვამზადოთ სუში სახლის პირობებში
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 20:13



იაპონელი მზარეული იმატა მიცურო ამჟამად სტამბულში მოღვაწეობს, სადაც მას რამდენიმე იაპონური რესტორანი და მაღაზია აქვს. მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა მიღებაზე როგორც სტამბულში, ასევე მსოფლიოს სხვა ქალაქებში. იმატა მიცურო საქართველოში მასტერკლასის ჩასატარებლად იაპონიის საელჩომ მოიწვია.


იმატა მიცურომ „პალიტრა ტვ"-თან  სუშის მომზადების შესახებ ისაუბრა.



მომზადების წესი: გარეცხეთ ბრინჯი და ნახევარი საათით დატოვეთ წყალში, შემდეგ მოხარშეთ. 1 კგ ბრინჯზე 1ლ, 200 გრ წყალია საჭირო (შესაძლოა, მომზადდეს ქართული ბრინჯითაც, მაგრამ უკეთესია იაპონური ბრინჯი).


მოხარშულ ბრინჯს დაასხით წინასწარ გამზადებული სოუსი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ერთმანეთში შერეული 300 გრ იაპონური ბრინჯის ძმარი, 175 გრ შაქარი, 90 გრ მარილი და ნახ. სუფრის კოვზი აჯინამოტო (სპეციალური სანელებელი). ბრინჯს კარგად მოურიეთ, რომ შეწებების ეფექტი ჰქონდეს. ბრინჯი მზადაა.


ცალკე გაამზადეთ შიგთავსისთვის - ორაგული, თინუსი, კიტრი, კალმარი, რვაფეხა, კრევეტი ან გველთევზა, ხიზილალა, მოხალული სეზამის მარცვლები და ნორის ფოთოლი.


წყალმცენარე ნორი დადეთ მიკასოზე, დაამატეთ ბრინჯი და გაშალეთ, დააწყვეთ დაჭრილი ორაგული და გაახვიეთ. შეგიძლიათ მორთოთ მოხალული სეზამით. სუში მზადაა, გემრიელად მიირთვით!


აუცილებლად გაითვალისწინეთ იაპონელი მზარეულის რჩევა: იმისთვის, რომ სუში იყოს კარგი, აუცილებელია, დადებითი განწყობით მოამზადოთ.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016