reportiori.ge - მეცნიერებმა ასობით ახლომდებარე გალაქტიკა აღმოაჩინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 29 მაისი, 2017. 19:01
სხვადასხვა
მეცნიერებმა ასობით ახლომდებარე გალაქტიკა აღმოაჩინეს
ავტორი:
15 თებერვალი, 2016. 04:11



ირმის ნახტომის ვარსკვლავურ მტვერსა და გალაქტიკის მასაზე დასაკვირვებლად, ასტრონომებმა რადიოტალღები გამოიყენეს, რა დროსაც, ასობით ახლომდებარე გაკლაქტიკა აღმოაჩინეს, რომელთაც მანამდე ჩვენი გალაქტიკა ფარავდა.


ავსტრალიაში, პარკესის ობსერვატორიის რადიოტელესკოპის გამოყენებით, მეცნიერები  დაახლოებით 883 გალაქტიკას დააკვირდნენ, რომელთა მესამედიც მათ აქამდე არასოდეს დაუნახავთ. დამალული გალაქტიკები დედამიწიდან 250 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ასტრონომიული ენაზე, ეს მანძილი არც ისე შორია და ეს გალაქტიკები ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოდ შეიძლება ჩაითვალოს. 


რა თქმა უნდა, ირმის ნახტომი ძალზედ თვალწარმტაცია და მეტად საინტერესოა ჩვენი საკუთარი გალაქტიკის შესწავლა, თუმცა ის სრულიად ბლოკავს მის მიღმა, შედარებით შორ მანძილზე მდებარე სხვა გალაქტიკათა ხედს", - განაცხადა დასავლეთ ავსტრალიის რადიოასტრონომიული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ასტრონომმა ლისტერ სტეივლი-სმიტმა.


ახლად აღმოჩენილი გაკაქტიკები ე. წ. „გაუქმებულ ზონაში" მდებარეობს. ამ არეალს ასე იმიტომ უწოდებენ, რომ ხედს დედამიწიდან ამ მიმართულებით ყოველთვის ართულებს ირმის ნახტომის შემადგენელი ვარსკვლავები და პლანეტები. ათწლეულების მანძილზე, ამ ზონის გალაქტიკების რუკაზე დატანას ასტრონომები უშედეგოდ ცდილობდნენ, თუმცა,  პარკესის ობსერვატორიის რადიოტელესკოპის წყალობით, ეს პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრა.

 

წყარო:პირველი არხი

წყარო: ScienceAlert


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016