reportiori.ge - «ნავერტილეს» დაბრუნება, ანუ კობა და «ნაცები»?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 22 თებერვალი, 2020. 23:17
პრეს-დაიჯესტი
«ნავერტილეს» დაბრუნება, ანუ კობა და «ნაცები»?!
ავტორი:
23 ოქტომბერი, 2013. 16:29

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად  5  დღე დარჩა. პოლიტიკურ სარბიელზე მთავარი მოთამაშეები გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე და დავით ბაქრაძე არიან. დანარჩენები საარჩევნო ყუთებთან უბრალოდ «დუბლიორებს» ჰგვანან, რომლებიც ძირითადი მოთამაშეებისთვის სასათბურე პირობების შექმნისა და გარკვეული მოტივაციისთვის იყრიან კენჭს.


 სქემა, რომელიც «საქართველო და მსოფლიოსთვის» გახდა ცნობილი, «ნაციონალური მოძრაობის» ოფისში დაიგეგმა, პოლიტიკის კულუარებს გასცდა და ჟურნალისტებმაც გაიგეს. საარჩევნო მანიპულაციების სქემაში, წყაროს ინფორმაციით, სხვადასხვა ოპოზიციური სახეებიც მონაწილეობენ.


პოლიტიკური გარიგება, რომელზეც კულუარული საუბრებია,  საპრეზიდენტო კანდიდატ კობა დავითაშვილსაც ეხება. «ხალხის პარტიის» ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელიც «ქართული ოცნების» მძიმე წონა იყო, მოულოდნელად და ცამოწმენდილზე ჯერ ჯანდაცვის მინისტრს გადაეკიდა და მალევე უმრავლესობა ხმაურიანად დატოვა. ეს კომბინაციაც ამავე გათვლილ  გარიგებაში ჯდებოდა, დავითაშვილმა ამით «ოცნების» საოცნებო უმრავლეობის დაშლის ტენდენცია დააფიქსირა და გააფორმა.

 

ერთ-ერთი ვერსიით, ამავე  «ნაციონალების» გარიგების სქემაში ჯდება, დავითაშვილს საპრეზიდენტო კანდიდატობა რომ მოუნდა. სხვა თუ არაფერი, დავითაშვილს საამისოდ არც ფული ჰქონდა და არც რეიტინგი ჰყოფნიდა. ამიტომაც, როგორც ამბობენ, ამასაც ჰქონია ქვენაწინაპირობები. რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, თანაც პოლიტიკური კომბინაციები სასაქონლო ოპერაციები არაა, რომ მისი ფაქტობრივი ანგარიშ-ფაქტურები და მტკიცებულებები ჟურნალისტების სამუშაო მაგიდაზე იდოს, თუმცა ფაქტია, რომ კობას ფული და «ნავერტილე» უყვარს. თუ რეალობასთან ახლოსაა, რომ დავითაშვილის მიერ «ნაციონალების» დაკრულზე ცეკვა» სწორედ მისი ზუთხის მწვადისადმი სიყვარულითაა განპირობებული, მაშინ ვარაუდები მხოლოდ იქითკენ მიდის, რომ «ნაცებმა» მას ბურჯანაძისთვის ხმების 2 პროცენტის «ახევა» დავით ბაქრაძის სასარგებლოდ სთხოვეს. თუ ეს რეალობაა, მაშინ კობას ნინოს ჩაძირვისთვის და ბაქრაძის აღზევებისთვის უნდა ემუშავა, რომ საარჩევნო მარათონში მეორე ადგილს დავით ბაქრაძე დამშვენებოდა და არა  ნინო ბურჯანაძე. თანაც ისე, რომ ხილული თვალისთვის ეს საარჩევნო კლიპებიდან ცხადი არ გამხდარიყო.

 

სხვათაშორის, ამ ვერსიის პარალელურად თავად «ოცნების» შიგნით ალაპარაკდნენ ანალოგიურზე. დავითაშვილის ფრაქციიდან წამოსვლისა და შემდგომ საპრეზიდენტო კანდიდატად თავის დაყენების პარალელურად დავით საგანელიძემ მაშინვე აღნიშნა, რომ კობას შიგნით რამე თუ არ მოსწონდა, გარეთ არ უნდა ელაპარაკა და თანაც საპრეზიდენტო კანდიდატურად მისი წამოყენება უფრო სხვა მიზნებს ემსახურებოდა. რა მიზანი უნდა ყოფილიყო ეს?!

 

დავითაშვილი, რომელიც ადრე სხვა ჯიბიდან იკვებებოდა, ივანიშვილის  ყულაბიდან აშკარად ვეღარ ჭამდა და ბენზინისთვის ვეღარც მილიონებს ხარჯავდა. დავითაშვილი, მართალია, ამას ქრთამს არ უწოდებს და კატეგორიულად უარყოფს გარიგებას. მართალია, დავითაშვილი ამბობს, რომ «ნავერტილეს» სკანდალის დროს არა პირადი მიზნები ამოძრავებდა, არამედ პარტიული შემოწირულობებისთვის ზრუნავდა, თუმცა ფაქტები მეტყველებენ, რომ დავითაშვილს პოლიტიკა თავისებურ ბიზნესად ესმის.

 

საინტერესოა, როგორ შეაფასებდა ის აღნიშნულ კულუარულ ინფორმაციას მისი და «ნაციონალების» გარიგების თაობაზე, რომელიც ბაქრაძის სასარგებლოდ ბურჯანაძისთვის ხმების წართმევას მოიცავს, თუმცა ბატონ დავითაშვილს საკონტაქტო მობილურები გამორთული ჰქონდა და მისი პოზიცია ვერ დავაფიქსირეთ.

„საქართველო და მსოფლიო"

გიორგი გაჩეჩილაძე 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016