reportiori.ge - ლია მუხაშავრია: სასამართლოები აკანონებდნენ იმ უკანონობას, რაც იწყებოდა პოლიციასა და პროკურატურაში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2019. 07:06
პრეს-დაიჯესტი
ლია მუხაშავრია: სასამართლოები აკანონებდნენ იმ უკანონობას, რაც იწყებოდა პოლიციასა და პროკურატურაში!
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 16:11


მოსამართლეთა რიგით მე-16 კონფერენციის გადაწყვეტილებებს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მურუსიძის არჩევამ, რიგი მოსამართლეების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა - „მე მურუსიძე ვარ" და იმის მტკიცებამ, რომ გირგვლიანის საქმეზე მოსამართლე მურუსიძეს „სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო". იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებსა და მოსამართლეთა კორპუსში არსებულ ვითარებაზე  უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" აღმასრულებელი დირექტორი ლია მუხაშავრია „ინტერპრესნიუსს" ესაუბრა.


 

„მართლმსაჯულების ხელისუფლების შტოში ძალიან რთული ვითარება გვაქვს. სამწუხაროდ, ეს პროცესი სისტემაში ახლა არ დაწყებულა - 10 წელზე მეტია, რაც ეს პრობლემა წარმოიშვა. ეს იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლება სასამართლო ხელისუფლებას უმცირებდა უფლებამოსილებას, ცვლიდა საპროცესო კანონმდებლობას. მაგალითად, სისხლის სამართლის პროცესში დაცვასა და თვით სასამართლოსთან შედარებითაც მეტი უპირატესობა ჰქონდა პროკურატურას. ასეთ ვითარებაში სასამართლოები გადაიქცნენ პოლიტიკური დაკვეთის აღმსრულებლებად. ალბათ, გახსოვთ, რომ ჩემი კოლეგების წრეებში მათ ნოტარიუსებსაც ეძახდნენ. ისინი საბოლოოდ აკანონებდნენ იმ უკანონობას, რაც იწყებოდა პოლიციასა და პროკურატურაში. სასამართლო დარბაზებში ამის „ლეგიტიმაცია" სწორედ მოსამართლეთა მიერ ხდებოდა. ეს პროცესი მიდიოდა ძალიან ჩუმად და შეუმჩნევლად იმათთვის, ვინც უშუალოდ არ იყო ამ პროცესში მონაწილე, მხარე ან მსხვერპლი.

 

 

ახლა მეჩვენება, რომ ბომბი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ფრთხილად და ასევე ჩუმად ამზადებდნენ, აფეთქდა. ამ აფეთქებამ შეიძლება გადაიყოლოს მთელი სახელმწიფო. არ მინდა, ვინმე შევაშინო, მაგრამ მე ძალიან საშიშ ვითარებას ვხედავ. სასამართლო ხელისუფლება ხელისუფლების სხვა შტოებთან შედარებით სახელმწიფოსა და საზოგადოების სტაბილურობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია. სასამართლო იმისთვის კი არ იქმნება, რომ თქვენსა და ჩემს შორის მტყუან-მართალი გაარჩიოს, სახელმწიფოში სასამართლო და მოსამართლე პირველ რიგში იმისთვის გვჭირდება, რომ თუ აღმასრულებელი ხელისუფლება გადავა კონსტიტუციით და კანონით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს, ანუ, თუ უმაღლესი თანამდებობის პირები კანონს თვითნებურად მოექცევიან და გამოიყენებენ, მათ თავისი ადგილი მიუჩინოს და არ მისცეს უფლება, კანონი დაარღვიონ. ჩვენ ასეთი სასამართლოსკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. ახლა კი ჩვენ მივიღეთ სასამართლო, რომელიც თქვენსა და ჩვენს შორის მტყუან-მართალს ვერ არჩევს", - ამბობს მუხაშავრია.



წყარო: „ინტერპრესნიუსი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016