reportiori.ge - ჟურნალისტების მოსყიდვის და გადაბირების მეთოდები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 21 თებერვალი, 2020. 00:48
პრეს-დაიჯესტი
ჟურნალისტების მოსყიდვის და გადაბირების მეთოდები
ავტორი:
20 ნოემბერი, 2013. 19:35

როგორ გაიკეთა სააკაშვილმა კარიერა 1995 წლიდან


სააკაშვილმა ცხოვრება ტრაგედიად გვიქცია და კომედიური წუთშესვენებაც დაგვიწესა, მისი თავხედური სიცრუის სტატისტიკას იუმორით თუ არ შეხვდებით, აუცილებლად მოგიწევთ ფსიქიატრთან ვიზიტი!


პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ, ჩამოსცილდეს მეცხრე არხს, ჩიტირეკია პრეზიდენტწოდებულის ტემპერამენტის გადაწვა და სამდღიანი ესქტაზი მოჰყვა. ვიდრე ივანიშვილის გადაწყვეტილების სამართლიანობას განვიხილავთ, „სრუტუნ პირველის" „ბაჯაღლო-მარგალიტები" შევიგრძნოთ... არა, რა, ტყუილებში მსოფლიო ჩემპიონატი რომ იმართებოდეს, ეს ჩვენი „დილაოდელა" ტყუილების მეფე გახდებოდა!


ტყუილთმპყრობელი მიხეილი ტელეკომპანია „მეცხრე არხის" დახურვით „გაოგნებულია" და ამბობს:

„არ მგონია, რომ რომელიმე მთავრობის ინტერესი იყოს საინფორმაციო გზის გადაკეტვა, გასული წლიდან საქართველოში რამდენიმე ტელეარხი დაიხურა, ესენია: „ტელეკომპანია „პიკი", „საქართველო", „რეალ ტივი", დახურვის პირას მისულია „მაესტრო", როგორც ამბობენ, „მეცხრე არხიც"-ო...


მიხეილი ეჭვობს, რომ „მეცხრე არხის" დახურვის ამბავში „აფიორას" და რაღაც კომბინაციებს აქვს ადგილი. მიხეილ „ტყუილთმპყრობელს" ვერ წარმოუდგენია, რომ ბიზნესმენს, რომელიც დღეს უმალღესი პოლიტიკური ფიგურაა, ჰქონდეს ტელევიზია, რომელიც უნდა, რომ დახუროს, ან გაასხვისოს, რადგან მას არასწორად მიაჩნია, ქვეყნის პირველ პირს საკუთარი საინფორმაციო საშუალება ჰქონდეს. სააკაშვილისთვის ეს ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ჩვენთვის სააკაშვილის გულჩვილობა.


მიხეილ, როდესაც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ტელევიზიების დახურვაზე საუბრობ, „დროის მანქანაში ჩაჯექი და შენს წარსულში იმოგზაურე. როგორც კი საქართველოს მიწაზე ფეხი დადგი, მედიის მოსყიდვა დაიწყე, ჯერ კიდევ მაშინ, პარლამენტში წითელი წინდებითა და მოკლე შარვლით რომ დარბოდი. ზურაბ ჟვანია შენზე შაყირობდა, ინტრვიუებს გაზეთში გასვლამდე კითხულობსო და მეორე დილითაც თავისი ინტერვიუების კითხვაში თავს იხრჩობსო. 2000 წლიდან ჟურნალისტები მოისყიდე და „შენიანი ჟურნალისტების" სია შექმენი, რედაქციებში დესანტებად გადასვი და მედიაზე კონტროლი დააწესე. 2003 წლიდან შენს პოლიტიკურ კალენდარზე რევოლუცია ასე შემოიხაზა! ყველაზე უკეთ შენ გრძნობდი მედიის ძალას, ამიტომაც დარბოდი ვარდების თაიუგლით ჟურნალისტების დაბადების დღეებზე, ქორწილებში, აწყობდი მათთან რანდევუს ბარებში, მაშინ მოდაში პეროვსკაიას ქუჩა იყო, შენც იმ ქუჩაზე ცხოვრობდი და „კრომბახერიდან" ფეხს არ ყოფდი. ზოგჯერ ჟურნალისტების სახლის კართან გეძინა, ოღონდ ვინმეს შენზე კომპრომატი არ გამოექვეყნებინა.


მიხეილ, შენ არაფრისგან შექმენი პრიმა-ჟურნალისტების არმია და უკვე პრეზიდენტმა, გადაწყვიტე მათი გაქრობა, შენვე მიეცი ძალა და შენვე წაართვი, ნიჭიერი ხარ ბოროტებაში, ზუსტად იცოდი, რომ შენივე გაძლიერებული მეოთხე ხელისუფლება დაგამარცხებდა. ასე დაიწყო შენი დიქტატურული რეჟიმის ზეიმი.


დღეს, როცა ტელეკომპანია „რეალ ტივი"-ზე, „პიკზე", „საქართველოზე" საუბრობ და ამ ტელევიზიებს „მაესტროს" ადარებ, სირცხვილი კი გაქვს გასხვისებული, მაგრამ ამნეზია არ დაგვმართნია და საზოგადოებას შევახსენებ, რომ ბოროტად ცრუობ. სამარცხვინო ხარ, მიხეილ, „რეალ ტივი" შენი „გაღლეტილი" ვანო მერაბიშვილის სპეცდანიშნულების შტაბი იყო და არა ტელევიზია, ეს იყო აგენტურული ქსელი, ჭორის მანქანა, შენი რეჟიმის ბინძური იდეოლოგიის გასატარებლად, მილიონებს ივანე „გაღლეტილი" რიცხავდა ამ კომპანიაში და დონაძე ედგა სათავეში, სადაც პირადპირი შეკვეთები მიდიოდა ოპოზიციის ჩასაძირად და გასანადგურებლად, ამ ე.წ. ტელევიზიის სიბიძნურისა და ბანძობის პიკი ტელეეთერში მკითხავების ინტერვიუები იყო, ბიძინა ივანიშვილის თავზე შავ ღრუბელს რომ ხედავდნენ. ბოროტი ტყუილია, როცა ამბობ, ტელეკომპანია „პიკი" ბიძინას ხელისუფლებამ დახურაო, საერთოდ გასარკვევია, რა ფულით გაიხსნა ეს ტელევიზია. ბერეზოვსკის ჯერ შენს მტერს ეძახდი და ბადრის გარდაცვალების შემდეგ, მისი ფულებით რუსეთთან ბძროლა დაიწყე, უკრაინელი ნაშა ჩამოიყვანე და მილიონებს ურიცხავდი. ივანა მელაის „ია ლუბლიუ გრუზინ"-ის ერთმა წამღერებამ ისე დაგაბლენცა, ჩვენი ფულით მსოფლიო შემოატარე და ტრაკზე გლობუსი დაახატე. საზოგადოებრივმა არხმა ფული შეჭამა, „პიკს" არ მისცა და ეს რა ბიძინას გადასახდელია? შენ ხომ არ გძმარავს?!


ბოროტი ტყუილების ციკლში ტელეკომპანია „საქართველო" ახსენე, შენი თავდაცვის მინისტრების ჯიბის ტელევიზია, სადაც „ლაზიკას ტანკების" პიარს აკეთებდი. ამ ტელევიზიით გვარწმუნებდი, რომ ომი მოვიგეთ და რუსებს გაჩენის დღეს ვაწყევლინებდით. ამ სიცრუის ბლოკში, რა მოსატანია „მაესტრო"? აი, შენ ვინ გკენწლავს?! ეროსი კიწმარიშვილი რომ გადახტა ღლონტის ღობეზე, მაშინ ბაბუაწვერას არჩევდი, თუ პარკეტზე სრიალებდი? მამუკა ღლონტმა გასართობი არხი და რადიო რომ დაიმატა და ჟურნალისტებს ხელფასი ვერ გადაუხადა, ესეც ივანიშვილის ბრალია?! შენი მთავრობა სად „დედაშენის ჟიგულში" იყო, ამ არხზე მისვლას რომ არ კადრულობდა? რა ვიცი, სულ ახლახან „მაესტროს" ლოგო ვერ იცანი მიკროფონზე, ეს რა ტელევიზიააო და ახლა რა ენა გადმოაგდე?!


უიმეე, თურმე ბეჭდური მედიის ადვოკატობაც დაიწყე, მე ვფიქრობ, საქართველოში რაც მეტი გაზეთი იქნება, მათ შორის ობიექური, არაობიექტური, მიკერძოებული, მატყუარაც და სიმართლის მთქმელიც, ხალხი გამოიტანს თავის საერთო აზრსო...მიშა „დავაი", დაახვიე „დედაშენის ჟიგულში"! სანამ ვინმეს არ უთვქამს, - მიშას რა?.. ხელები შორს ბეჭდური მედიისგან! რამდენიმე დღის წინ ფაშისტებს გვეძახდი და ახლა ჩვენი დამცველი გახდი?! წადი რა იქ იჩიტირეკიავე, სადაც პასუხს ვერ შემოგიბრუნებენ, „ალია" კი დაღეჭე და გადაყლაპე. გაზეთი, რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა შენი ინტერვიუ, როცა პოლიტიკაში ფეხს იდგამდი, გვერდით გედგა და დღეს ფაშისტს ეძახი, შე უმადურო, იმიტომ რომ „ალიას" სარკეში შენი თავი გეზიზღება. ჩვენ არ ვიტყუებით, იმას ვწერთ, რაც ხარ და არა ისე, როგორც ამას შენ მიერ დარბეულ, გაძარცულ და გაპარტახებულ „მოდელირებულ ქრონიკაში" იყო, როცა ომგამოვლილი ადამიანები პანიკაში, სტრესსა და ისტერიკაში ჩაადგე, ბოდიში მაინც მოგეხადა, შე არადაამიანო, ამ შენს მანიაკურ იდეებს მაშინ რომ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა!


ნაძირალობასაც აქვს საზღვარი, როცა პრემიერს აკრიტიკებ, საკუთარი ტელევიზიის დახურვის გამო და საკუთარ თვალში დირესაც ვერ ხედავ, საცოდავი ხარ, მიშა! 2007 წლის 7 ნოემბერს ქართველების მეხსიერებიდან როგორ ამოშლი? როგორ ამოგლეჯ იმ ფურცელს, როცა შენი ბრძანებით „იმედში" სპეცრაზმი შევარდა, იატაკზე დაყრილ ჟურნალისტებს კონდახებით სცემდნენ და გაზით წამლავდნენ... პირდაპირ ეთერში ნიღბიანების შევარდნას როგორ ახსნი მიშა?! რატომ ვერ დაამტკიცა შენმა პროკურატურამ, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა ეს ტელევიზია?! რატომ გაიძახოდა შენი სპეცრაზმი, - „ბადრის რა?" „დნედის ტყ...ა?!" შენ რა, მიშა? შენ რააა?! თუკი ბადრი პატარკაციშვილი „იმედის"გამოყენებით სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა, რატომ დანიშნე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები?! თუკი მართალი იყავი, რატომ გადადექი, მიშა?! გვიპასუხე!!!


კითხვას სვამ, „იმედი" ვინ დახურა, ხომ არ გახსოვთო? ჩვენ რომ დავხურეთ, მერე გავხსენით, სახელი და გვარი, ვინც „იმედი" დახურა, არის გიორგი თარგამაძე!" ბევრი რამე გვახსოვს, მიშა, შენ ის თუ გახსოვს, სოდ-ის უფროსი ერეკლე კოდუა რომ მიუგზავნე თარგამაძეს „იმედის" დარბევის დროს საკიდით მისი პიჯაკი გამოჰქონდა სტუდიიდან, მანამდე გახსოვს, რა მოლაპარაკებას აწარმოებდა გივი თარგამაძე გიორგი თარგამეაძესთან? გიორგი თარგამაძისა და ვეფხვაძის „მესიჯებს" გაჩვენებდა გივი. ის თუ გახსოვს, პარტიის შექმნას რომ შეჰპირდი თარგამაძეს „იმედის" სანაცვლოდ და „გადაგდება" დაუპირე?! ჩამშვები ხარ, მიშა, კაცს გაურიგდი, საქმე შეგისრულა და დღეს „გააბანძე", თარგამაძეს თავისი ცოდვაც ეყოფა, ასეთებს მოღალატეებს ეძახიან, ფულზე გაყიდულებს, შენისთანებს კი არამზადებსა და ნაძირალებს! პრინციპში, თქვენს შორის დიდი სხვაობა არცაა.


რომ აღადგინე „იმედი", ისიც გაიხსენე, რას აკეთებდი? შეგახსენოთ? შენ, უგულავა, ბოკერია, გივია თარგამაძე დე ვისაც არ დაეზარებოდა, ყველა „ნაციონალი" რეჟისორის პულტთან ისხედითი და იქიდან გესლავდით საზოგადოებას! შენი ჯიბის ტელევიზიებად აქციე „იმედი", „რუსთავი 2", „საზოგადოებრივი არხი", „ნამორდნიკი ამოგვაკარი" პირზე, მიამიტი ადამიანები გამოათაყვანე და ახლა შენ ლაპარაკობ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის დახურვაზე? ვერ ინელებ ბედუკაძის ციხის კადრების გამოტანას და შენი სადისტური რეჟიმის მხილებას! რას გაკაქტუსდი ამ ივანიშვილის ტელევიზიაზე?! პირველად გაიგე, რომ ტელევიზიიდან ჩამოცილება უნდა? თუ გიკვირს, გაგანია არჩევნების პროცესში იდეოლოგიურ მანქანას როგორ იცილებსო?


ამ კაცმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გასაგებად თქვა, რომ „მეცხრე არხს" გაყიდიდა. ერთხელ შენ მოგცა ტელევიზიის აპარატურა და კი ვნახეთ, რაშიც გამოიყენე, არ უნდა ამ ადამიანს პოლიტიკური ინსტრუმენტი და რა ქნას, 700 ჟურნალისტს 1 მილიონი დოლარი უხადოს ყოველ თვე?! ბიძინაა, „კათარზისი" კი არა! კი მაგრამ, ეს ჟურნალისტები რომ მიდიოდნენ ამ არხზე, მათ ხომ იცოდნენ, რომ ტელევიზია დაიხურებოდა? ივანიშვილმა ისევე დააანონსა ტელევიზიის დახურვა, როგორც მისი პოლიტიკიდან წასლვა. ისე, კაცი ერთ მილიონს რომ გიხდის თვეში, რეიტინგულად, მინიმუმ, მეორე ადგილზე უნდა იყო და თუ ამდენი არ შეგიძლია, მაშინ პრიმა ჟურნალისტობაზეც არ უნდა გქონდეს პრეტენზია. სამწუხაროა, როცა ამდენი ადამიანი უმუშევრად რჩება, მაგრამ მილიონის გადახდაც ძნელია, მით უფრო მაშინ, როდესაც შედეგს ვერ დებ და ვერ ახერხებ, რომ ყურებადი გახე და ხალხმა შეგიყვაროს...


ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016