reportiori.ge - „დათა ახალაიამ პირადად მითხრა, 60 წლის ქალთან უნდა დაწვე და ვიდეოც გადაიღოო!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2019. 06:33
პრეს-დაიჯესტი
„დათა ახალაიამ პირადად მითხრა, 60 წლის ქალთან უნდა დაწვე და ვიდეოც გადაიღოო!“
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 10:57

 

 

 

7 ნოემბრის ზონდერისა და ახალაიების გარემოცვის წევრის სკანდალური აღიარება - წინა ხელისუფლების დროს, სხვადასხვა სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ევალებოდათ: თუ პარტიას დასჭირდებოდა, ის პირები, რომლებსაც ამის სათანადო მონაცემები ჰქონდათ, ზონდერჯგუფებს ქმნიდნენ და საჭირო დროს საჭირო ადგილას მიჰყავდათ. რეალურად, ეს ზონდერჯგუფები ახლაც არსებობს, თუმცა არ აქტიურობენ.


„საჭირო დრო და ადგილი" კი, სავარაუდოდ, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები იქნება. ამ თემაზე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი, დათა ახალაიას უახლოესი გარემოცვის წევრი გვესაუბრა.


- არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა თანამდებობა გეკავა, საჭირო თუ იყო, თითო ნიღაბი ყველასთვის მოიძებნებოდა. სამაგიეროდ, სამსახურში პრემია გარანტირებული გქონდა. მითითება მარტივად მოდიოდა - მოვრიდებოდით ვინმეს მოკვლას (არ გამოგვერიცხა, მაგრამ მოვრიდებოდით), თორემ ცემით რამდენიც გინდოდა გეცემა, არავინ არაფერს ამბობდა. რამდენიმე კაცს იარაღი გვქონდა, რადგან მოწინააღმდეგეს შემთხვევით ცეცხლი რომ გაეხსნა, პასუხი შეგვძლებოდა. ამ ბიჭებიდან ზოგი სამსახურებში დარჩა, ზოგიც სახლში გაუშვეს, მაგრამ მხოლოდ ნაწილია ამ ხელისუფლების მადლობელი. დანარჩენები შემოდგომას და ომს ელოდებიან... ომს კარგი გაგებით და არა ავტომატებით სირბილს. სიტყვაზე მენდეთ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მუშტების ქნევა იქნება ყველა რაიონსა თუ ქალაქში... და ამ დროს ხელისუფლებას არც კრიმინალური სამყაროს რესურსი აქვს...


- ეგ რას ნიშნავს?


- წინა ხელისუფლების დროს, ციხეები სავსე იყო და გარეთაც ყოველ მეორეს თუ არა, ყოველ მესამეს პირობითი ჰქონდა. არჩევნების წინ ციხეებიდან მხოლოდ მათ უშვებდნენ, ვისაც არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა რეალურად შეეძლოთ, ვისაც არ შეეძლო, მას ან ფული შველოდა ან, უბრალოდ, უნდა ემუშავა, რათა პრობლემები არ შექმნოდა. ახლა კი, შეწყალების კომისია ცალკეა, ხელისუფლება - ცალკე და პრეზიდენტი, იმის გამო, რომ არჩევნებში დაეხმაროს, ციხიდან არავის გამოუშვებს, მით უმეტეს, ამ ხელისუფლების სასარგებლოდ, ანუ, პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების რესურსი დაკარგულია. წინა ხელისუფლების საპირწონე ზონდერჯგუფების ჩამოყალიბებას დრო უნდა ანუ ამ მიმართულებითაც ხელისუფლება უკანაა და შესაბამისად, ურთულესი არჩევნები ელის...


- მოდით, იმ სქემას დავუბრუნდეთ. რა პირობები უნდა დაეკმაყოფილებინა პატიმარს, ციხიდან რომ გამოეშვათ?!


- პირველ რიგში, არ უნდა ყოფილიყო ისეთ მკვლელობაზე გასამართლებული, დაზარალებულის ოჯახის წევრებს დიდი ხმაური აეტეხათ. დანარჩენი ხელის შემშლელი ფაქტორები არ იყო. უმრავლესობა ადგენდა სიებს და პრეზიდენტი სპეცშეწყალებით უშვებდა ციხიდან. სიებში ხვდებოდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც არ ჰქონდათ დიდი გავლენა, მაგრამ ჰქონდათ თანხა და ფულს იხდიდნენ. წინასაარჩევნოდ ციხიდან გამოსვლა 50 ათასი დოლარიდან იწყებოდა. ეს თანხაც არჩევნებს ხმარდებოდა, ე.წ. შავი სალარო იყო. ახლა კი ამის გაკეთება გამორიცხულია, ისეთი ამბებია ატეხილი შეწყალების კომისიის გარშემო, რომ თითოეულ პატიმარს, მითუმეტეს, წინასაარჩევნოდ, ფილტრში გაატარებენ...


- არსებობს ვარაუდი, რომ წინა ხელისუფლების მსგავსად, ამჟამინდელიც, საარჩევნოდ, კანონიერ ქურდებს „შეაწუხებს"...


- ეგ ვარაუდი რეალობიდან შორს არაა, მაგრამ ქურდს გავლენა კრიმინალურ სამყაროზე აქვს, თორემ რიგით ადამიანს ხომ ვერ ეტყვის, ასეა საჭიროო. ამიტომაც არის, რამდენიმე გავლენიანი ქურდის რეკომენდაცია რომ „დაიკიდეს", ხვდებიან, ამ მიმართულებით სერიოზული შედეგი არ უნდა ჰქონდეთ.


- შეგიძლია, ერთი ფაქტი მაინც გაიხსენო, როცა უშუალოდ მიიღე მონაწილეობა დარბევაში და რა იყო დავალება?


- 7 ნოემბერი სადამსჯელო ღონისძიება იყო - უნდა დასჯილიყო ყველა, ვინც კი იქ იყო, ისე უნდა გალახულიყო, მთელი ცხოვრება დამახსოვრებოდა. უნდა გვეცემა ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა. დაინვალიდებაც არ იყო პრობლემა. მაქსიმალურად უნდა მოვრიდებოდით ვინმეს სიკვდილს, თუმცა არც ეგ იყო გადაუჭრელი პრობლემა. ცეცხლსასროლი იარაღი რამდენიმეს მოგვცეს და ის საგანგებო შემთხვევაში უნდა გამოგვეყენებინა. საგანგებო შემთხვევად დასახელდა ის, რომ ნებისმიერ ჩვენგანს თმის ერთი ღერიც რომ ჩამოვარდნოდა, უნდა გვესროლა. იარაღი მხოლოდ მე გამოვიყენე რეალურად - ალყაში მოგვაქციეს და ჯოხებით დაგვხოცავდნენ, ალბათ. ამოვიღე და ჰაერში ვისროლე ორჯერ. დაიშალა ხალხი.


რაც შეეხება ცემას, გამეტებით ვცემდით ყველას. ქაშვეთთან ორმა ზონდერმა ასაკიანი ქალი მოიგდო. დავინახე, ჯერ წიხლები ჩააზილეს, მერე კი ხელკეტებით შედგნენ. დაახლოებით, ათ წამში ქალმა რეაქცია შეწყვიტა. ესენი ცემას მაინც აგრძელებდნენ და მივვარდი, ძლივს გავაჩერე, თორემ მოკლავდნენ...


- რატომ წამოხვედი სამსახურიდან?


- მარტივი მიზეზის გამო: ნდობა დავკარგე. იყო ერთი ქალი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ, თითქმის 60 წელს იყო მიტანებული. ეს ქალი შემთხვევით გავიცანი, უფრო სწორად, მეგონა, რომ შემთხვევით გავიცანი. მერე დათა ახალაიამ პირადად მითხრა, მაგ ქალთან უნდა დაწვე და ვიდეოც უნდა გადაიღოო. მე ვუპასუხე, ფლეიბოი კი არ ვარ, ეს გავაკეთო, სამსახური მაქვს და მაგასთან დაწოლას და მითუმეტეს, ჩაწერას არ ვაპირებ-მეთქი. ზუსტად ერთ დღეში შეიცვალა დამოკიდებულება და მივხვდი, თუ არ წავიდოდი, უბრალოდ დამიჭერდნენ და წამოვედი. რადგან ბევრი ინფორმაცია მქონდა, ევროპაში წავედი, იქ დაახლოებით, რვა თვე დავყავი, მერე შემოვუთვალე, ხომ ხედავთ, ჩუმად ვარ, საქართველოში დაბრუნების და მუშაობის უფლება მომეცით-მეთქი. ჩამოდიო, შემომითვალეს და რომ ჩამოვედი, მივხვდი, დაჭერა დროის ამბავი იყო. ამიტომ, აზერბაიჯანში გადავედი არალეგალურად, თორემ საზღვარი ჩემთვის უკვე ჩაკეტილი იყო. მერე, როცა ხელისუფლება შეიცვალა, დავბრუნდი, თუმცა არც ვინმეს მოვუკითხივარ და სიმართლე გითხრა, საჯარო სამსახური მეც აღარ მიზიდავს. პატარა ბიზნესი მაქვს და მყოფნის თავის გასატანად, მაგრამ თუ შევატყვე, რომ ესენი ბრუნდებიან, ქუჩაში გავალ და თუ საჭირო იქნება, გავისვრი კიდეც. არავინ იცის ბოლომდე, რა ხდებოდა რეალურად იქ და არც ის იცის ვინმემ, რაზეა წამსვლელი წინა ხელისუფლება. ანგელოზი არ ვარ, არც თავს ვიმართლებ, იმ სისტემის ნაწილი ვიყავი და არა მსხვერპლი, რადგან თავი მება და ჩემით ვაკეთებდი, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ როცა რაღაცაზე უკან დავიხიე, ყველაფერი დაავიწყდათ. ყველაფერზე წამსვლელი ადამიანების გარდა, იმ ხელისუფლებას არავინ სჭირდება!




წყარო: „ვერსია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016