reportiori.ge - ლევან ლორთქიფანიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე: ისე იქნება, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 14 ოქტომბერი, 2019. 13:23
პრეს-დაიჯესტი
ლევან ლორთქიფანიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე: ისე იქნება, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 15:35

 

 

პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი ლევან ლორთქიფანიძე საქართველოში ერთი სქესის პირთა ქორწინების დაკანონებას არარეალურად მიიჩნევს და ატეხილ აჟიოტაჟს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ „ალიასთან" ინტერვიუში განაცხადა და აქვე დასძინა, რომ „ყველაფერი ისე იქნება, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს".

 

 

„ვფიქრობ,ამ თემას სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვება, მაგრამ პირადად მე მაინც ძალიან მშვიდად ვარ განწყობილი, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ბოლომდე არ მივა, საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორი მოთხოვნაც არსებობს, რომ ერთსქესიანთა შორის ქორწინება დაკანონდეს. მეტადრე ეს მოთხოვნა ცოტა უცნაურია, მაშინ, როდესაც თვითონ ამ თემის წარმომადგენლების უმრავლესობა ამ მოთხოვნას დღის წესრიგში არ აყენებს არც დღეს და არც უახლოეს მომავალში. ის ერთი ადამიანი კი, „მაცაცო", ვინ არის და რატომ გამოჩნდა, რა უნდა, კაცმა არ იცის. ძალიან უცნაური ვითარებაა, მაგრამ, ვფიქრობ, აღელვებად არ ღირს. ყველაფერი მშვიდად დამთავრდება, ისე იქნება, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს. მე მაინც ამ ყველაფერს წინასაარჩევნო კამპანიას ვუკავშირებ, ამ დროს ძალიან მარტივია მეორეხარისხოვანი თემების წინ წამოწევა", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

 

 

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   „ალია"




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016