reportiori.ge - მოსკოვში „რეზო გაბრიაძის არაჩვეულებრივი გამოფენა“ მოეწყობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 19 ნოემბერი, 2017. 14:35
პრეს-დაიჯესტი
მოსკოვში „რეზო გაბრიაძის არაჩვეულებრივი გამოფენა“ მოეწყობა
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 23:42


 

მოსკოვში თებერვალსა და მარტში გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, მხატვრისა და სცენარისტის რეზო გაბრიაძის იუბილისადმი მიძღვნილი ღონიძიებებია დაგეგმილი.


თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. მოსკოვის მუზეუმში 2016 წლის 12 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებლები და სტუმრები „რეზო გაბრიაძის არაჩვეულებრივი გამოფენისა" და მისი მარიონეტების თეატრის წარმოდგენების ნახვას შეძლებენ, იუწყება მუზეუმის ვებგვერდი.


ღონისძიებები გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, მხატვრისა და სცენარისტის რეზო გაბრიაძის იუბილეს - 80 წლისთავს ეძღვნება. იუბილეს წელს მოსკოვის მუზეუმიც ზეიმობს - ის 120 წლისაა.


„რეზო გაბრიაძე - მსოფლიოში ცნობილი მხატვარი, სცენარისტი, მწერალი, მოქანდაკე, თეატრალური რეჟისორის, რომელსაც პიტერ ბრუკმა „დიდი გამომგონებელი" უწოდა. მისი სპექტაკლები - ეს მომაჯადოებელი ქმედებაა: ალეგორიული, „ჩაქსოვილი" აზრებით, განწყობათა ცვლილებებით, ყოველთვის ემოციურად სავსე. დარწმუნებული ვარ, რომ რეზო გაბრიაძის „არაჩვეულებრივი გამოფენა" სხვა რეალობაში გადაგვიყვანს, რომელთან განშორებაც არ მოგვინდება, კვლავ გახსნის ჩვენ წინაშე მეტაფორულ და ღრმა სამყაროს, სადაც მგრძნობიარე არიან ცხოველებიც, მექანიზმებიც, ადამიანებიც", - აღნიშნავს მოსკოვის მუზეუმის დირექტორი ალინა საპრიკინა.


ექსპოზიციაზე „არაჩვეულებრივი გამოფენა. თეატრი. მულტიმედია. კინო" ქართველი მხატვრის 600-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ტილო იქნება წარმოდგენილი. ესაა ოსტატის ანიმაციის, კინოფილმებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების კომპილაცია.



გაბრიაძის მარიონეტების თეატრის სპექტაკლებს საღამოს დაეთმობა დრო. სპეციალურად აგებულ 250 ადგილიან დარბაზში მსახიობთა დასი რუს მაყურებელს წარუდგენს სპექტაკლებს: „სტალინგრადი", „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა", „რამონა" და „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი". სპექტაკლებში 240-ზე მეტი თოჯინა მონაწილეობს, რომლებიც 30 წლის მანძილზე რეზო გაბრიაძისა და მისი მოსწავლეების ესკიზების მიხედვით შეიქმნა.



გარდა ამისა, ღონისძიებების ფარგლებში მოსკოვის მუზეუმის სტუმრებს უჩვენებენ რეზო გაბრიაძის სცენარების მიხედვით გადაღებულ ფილმებს. მათ შორისაა „არ დაიდარდო!", „მიმინო", „ქინ-ძა-ძა" და სხვა, რუსი მაყურებლისთვის ნაკლებად ცნობილი ქართულ კინოფილმები.


„2000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე შეიქმნება მისი სამყარო, იმ თემებისა და სიუჟეტებისგან შემდგარი, რომლებიც გაბრიაძეს სხვადასხვა წლებში აღელვებდა. მაყურებელი იხილავს მის მშობლიურ ქუთაისს, მისი თვალით შეხედავენ ალექსანდრ პუშკინის ცხოვრებასა და შემოქმედებას და ბევრ ახალს შეიტყობენ გალაკტიონის შესახებ", - აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.


მოსკოვის მუზეუმში, მაყურებლის დარბაზის გვერდით დაიდგმება საათის კოშკი, როგორიც თბილისში გაბრიაძის მარიონეტების თეატრს ამშვენებს. როგორც საქართველოს დედაქალაქში, მოსკოვშიც ყოველი სპექტაკლის წინ ოქროსფრთიანი ანგელოსი გამოჩნდება და მაყურებელს სპექტაკლზე ზარის დარეკვით მიიწვევს.


გამოფენის კურატორია რეზო გაბრიაძის ვაჟი - მსახიობი და კინორეჟისორი ლეო გაბრიაძე. გამოფენა სამუშაო დღეებში 10:00-დან 19:00 საათამდე იქნება ღია, ხოლო უქმეებზე - 10:00-დან 16:00 საათამდე.


რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის სპექტაკლებს მოსკოველები სამუშაო დღეებში 20:00 საათზე იხილავენ, ხოლო უქმეებზე - 17:00 და 20:00 საათზე.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016