reportiori.ge - სიზუსტე, სიმართლე, ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, ანუ „რა კარგი იქნებოდა, რომ ჩემს სტუდენტობაში მქონოდა ამ ტიპის სახელმძღვანელო“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2020. 05:24
პრეს-დაიჯესტი
სიზუსტე, სიმართლე, ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, ანუ „რა კარგი იქნებოდა, რომ ჩემს სტუდენტობაში მქონოდა ამ ტიპის სახელმძღვანელო“
ავტორი:
28 ნოემბერი, 2013. 18:45

გლობალიზაციის პირობებში პრესის თავისუფლება ლოკალურ დონეზე მიიღწევა მაშინ, როდესაც შესაძლებელი ხდება შენს გაზეთში აკრიტიკო შენი გაზეთი, შენს ტელემაუწყებლობაში - შენი არხი...

თავისუფალი პრესის ერთ-ერთი პრინციპი სახელმძღვანელოდან „ჟურნალისტიკა".

 

ჩვენი გაზეთის მკითხველებს მსურს წარვუდგინო ახლახანს უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სახელმძღვანელო „ჟურნალისტიკა", რომლის შექმნაზეც ცხრა უნივერსიტეტის ცამეტი პროფესორი მონაწილეობდა (მათ შორის ერთი ფრანგი პროფესიონალი, ჟიულ რუე, რეიმს-შამპან-არდენის უნივერსიტეტის (საფრანგეთი), მატეი ბელის უნივერსიტეტის წარმომადგენელი). მათ შეძლეს თერთმეტი თავისგან შედგენილი 300-გვერდიანი სახელმძღვანელოს შექმნა და დაინტერესებული მკითხველისთვის წარდგენა. როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ფილოლოგიის დოქტორი ქალბატონი ნესტან ციციშვილი (ამ შესანიშნავი სახელმძღვანელოს ერთ-ერთი რეცენზენტი ფრანგ პროფესორ ტერი კომთან ერთად) აღნიშნავს „ეს გახლავთ ჟურნალისტიკაში ქართულ ენაზე შექმნილი მასშტაბური და მრავალფეროვანი სახელმძღვანელო, რომელიც პირველად მომზადდა და გამოიცა".

მართლაც სახელმძღვანელო უნიკალურია და მოიცავს უზარმაზარ მასალას, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს, შეიძინოს მყარი თეორიული ცოდნა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გამოიყენოს იგი მომავალ პროფესიაში. პროექტი მოიცავს ჟურნალისტიკის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც წამოჭრილია მოყოლებული დაფუძნებიდან, მისი განვითარების ყველა საფეხურზე.

ჟურნალისტიკის განვითარების ეტაპები (დაწყებული იოჰან გუტენბერგის მიერ შექმნილი პირველი სტამბიდან მოყოლებული დღემდე) მსოფლიოში და საქართველოში; ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (XIX საუკუნე და უახლესი პერიოდი); მედია და ჟურნალისტიკა, მედია და საზოგადოება, სიტყვის თავისუფლების ასპექტები, მედიის რეგულირება და თვითრეგულირება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ჟურნალისტური გამოძიება და სხვა. ესაა მცირედი ჩამონათვალი იმ ქვეთავებისა, რომელიც მაღალპროფესიონალურ დონეზეა გაშუქებული სახელმძღვანელოში.

სპეციალური განყოფილება - ჟურნალისტიკა, როგორც სისტემა, შეიცავს ისეთ ქვეთავებს, როგორიცაა ვიზუალური ჟურნალისტიკა (ფოტოჟურნალისტიკა, კინემატოგრაფია, ტელევიზია), რადიოჟურნალისტიკა; ბეჭდვური ჟურნალისტიკა და ახალი მედია (სოციალური მედია და ბლოგინგი, ინტერნეტი). სწორედ ეს განყოფილებაა, რომელიც ყველაზე მეტად დააინტერესებს არამარტო ჟურნალისტებს, არამედ ფართო საზოგადოებასაც.

„ჟურნალისტიკა და, კერძოდ, თავისუფალი ჟურნალისტიკა დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა დემოკრატიის პრინციპების დასაცავად. გლობალიზაციამ მართლაც ბევრი კარგი მოუტანა ხალხს, თუმცა, ამავდროულად გაზარდა იმ ადამიანების ძალაუფლება, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებს აკონტროლებენ. ამიტომაც ყველა ქვეყანაში მოქალაქეებს სჭირდებათ თავისუფალი და მიუკერძოებელი საინფორმაციო საშუალებები, რაც ერთადერთი საშუალებაა მოვლენების სწორად აღქმისა და არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. - დარწმუნებული ვარ, სახელმძღვანელო დიდად შეუწყობს ხელს სტუდენტებს, მიიღონ ისეთი ცოდნა, რაც აუცილებელია კეთილსინდისიერ პროფესიონალებთან მათი ჩამოყალიბებისათვის - ამგვარად გამოეხმაურა სახელმძღვანელოს გამოსვლას გაეროს ჰუმანიტარული და მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, იტალიელი დოქტორი მარცო ბორსოტი.

ვეთანხმები სენიორ ბორსოტის, რადგან „თქმა მართლისა", რაც ერთ-ერთი ძირითადი, დაუწერელი კანონია ჟურნალისტისათვის, რათა მართლად და მიუკერძოებლად, სუფთა სინდისითა და პოლიტიკური ზეწოლის გარეშე ამცნოს საზოგადოებას ფაქტებისა და მოვლენების შესახებ (რაც, სამწუხაროდ, ბევრ ჟურნალისტს, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც არა აქვს გათავისებული) უნივერსიტეტში სწავლისას უნდა შეითვისოს სტუდენტმა, მომავალმა ჟურნალისტმა და ამ სახელმძღვანელოს გამოცემაც ერთ-ერთი დროული ნაბიჯია ჟურნალისტთა პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.

დაბოლოს, ჩემს უახლოეს მეგობარსა და კოლეგას შესანიშნავ პედაგოგსა და პროფესიონალს პაატა ნაცვლიშვილს დავესესხები (მან ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა აზრი ამგვარი სახელმძღვანელოს გამოცემისას) - „იმაზე ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა, რომ ან დღეს ვიყო ჟხურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ან ჩემს სტუდენტობაში მქონოდა ამ ტიპის სახელმძღვანელო! დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ამგვარი წიგნი სანატრელი ჰქონდა ჟურნალისტიკას დაწაფებულ სტუდენტთა არაერთ თაობას".

მართალს ბრძანებს ჩემი უფროსი მეგობარი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მე მხვდა ბედნიერება რედაქციისთვის ნაჩუქარი ერთადერთი ეგზემპლარისთვის თვალი გადამევლო. სახელმძღვანელო საზოგადოებისთვის წარდგინებამდე (რომელიც ხვალ, 29 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება) ორი დღის სიგრძეზე სულმოუთქმელად მეკითხა და ეს ბედნიერება, რაც მისი გადაკითხვისას მომანიჭეს პროფესიონალმა შემდგენლებმა და სახელმძღვანელოს გამოცემის იდეის ავტორებმა მარინე ვეკუამ და ჟიულ რუემ თქვენთვისაც შეძლებისდაგვარად გადმომეცა.

ჟურნალისტმა მთელი ცხოვრება უნდა ისწავლოს, რადგან თემა, რომელიც მუდმივად საფიქრალია და ხშირად უიმედობის განცდას ბადებს, - დღევანდელი ქართული ჟურნალისტიკის ხარისხია, „ჟურნალისტიკა" კი ამ უიმედობის განცდას გაგვიქარვებს.

მართლაც რომ, დროულია!


მამუკა ვაშაკიძე

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016