reportiori.ge - ჯონდი ბაღათურია: ძალიან მკაცრად მინდა გავაფრთხილო ხიდაშელი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 20 ივლისი, 2019. 01:21
ინტერვიუ
ჯონდი ბაღათურია: ძალიან მკაცრად მინდა გავაფრთხილო ხიდაშელი!
22 დეკემბერი, 2015. 15:54


„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თურქეთთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს და აპირებს, რომ თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სამხედრო ხელშეკრულება გააფორმოს. როგორც ბაღათურიამ „რეპორტიორს" განუცხადა, ხიდაშელის ქმედებამ შესაძლოა, საქართველო რუსეთთან და სომხეთთან სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანოს.


„ქართული დასის" ლიდერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, რომ დროულად შეაჩეროს თავდაცვის მინისტრის ქმედებები და არ დაუშვას აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაღათურია საპროტესტო აქციებს აანონსებს:

:


- დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე, გამწვავებულ ვითარებაში, მაშინ, როცა რუსეთი და თურქეთი დაპირისპირებაში არიან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საიდუმლოდ აწარმოებს მოლაპარაკებებს თურქეთის თავდაცვის სამინისტროსთან და სამხედრო ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს. ხელშეკრულება იქნება სამმხრივი, თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. თურქეთი არის ომის ზღვარზე რუსეთთან და აზერბაიჯანი არის საომარ მდგომარეობაში სომხეთთან. ეს პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ჩათრევას სამხედრო კონფლიქტებში სომხეთთან და რუსეთთან. შესაბამისად, ეს არის პროვოკაცია, სახელმწიფო ინტერესების ღალატი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შესაძლოა, სამუდამოდ დავემშვიდობოთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ასევე შესაძლოა, მივიღოთ დესტაბილიზაცია სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში და ა.შ. თინა ხიდაშელის ასეთი ცუნდრუკი ქვეყანას სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანს! ძალიან მკაცრად მინდა გავაფრთხილო ხიდაშელი და მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, გააკონტროლოს მისი ქმედებები. ასევე მოვუწოდებ ქართველ საზოგადოებას ყურადღებისკენ. თუ ვნახავთ, რომ ხიდაშელი უკან არ დაიხევს, ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და აიძულოს ხიდაშელს დაწყნარება და სახელმწიფოებრივ კალაპოტში მოქცევა.


როგორ წარმოგვიდგენია სამხედრო თანამშრომლობა თურქეთთან, როდესაც თურქეთის და რუსეთის სამხედრო კონფლიქტია მოსალოდნელი. ეს მეგობრული ნაბიჯია რუსეთის მიმართ?


- როგორ აფასებთ პუტინის ინიციატივას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ?


- პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს, გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. ამის შესახებ ჩვენი პრემიერის განცხადება იყო არადიპლომატიური. თავშეკავებული იყო, მაგრამ - არადიპლომატიური. პარლამენტის განცხადება იყო სამარცხვინო, უტაქტო და არაკორექტული. ჩვენი რუსი კოლეგები იყვნენ გაკვირვებული და გაოცებული ასეთი არაკორექტული შეფასებით.


- რატომ დაამთხვია რუსეთმა აღნიშნული განცხადების გაკეთება იმ პერიოდს, როდესაც საქართველოსთვის ევროპაში ვიზის ლიბერალიზების საკითხი განიხილებოდა? და რა შეიძლება მოითხოვოს რუსეთმა აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ?


- ეს აზრი რუსულ ხელისუფლებაში და საზოგადოებაში დიდი ხანია მწიფდებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ სექტემბერში მქონდა, რომ რუსები ამუშავებდნენ ვარიანტებს ვიზა-ლიბერალიზაციისთვის.


როცა სახელმწიფო შენი მისამართით გადმოდგამს კეთილ ნაბიჯს, იგულისხმება, რომ შენი მხრიდანაც უნდა გადაიდგას ასეთი ნაბიჯი...


ყველაფერში შეთქმულებისა და შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში, მაშინ როცა, ის იქ არ იმყოფება იმ მომენტში, მაინცდამაინც გონივრული არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ასპარეზზე ტყუილად არაფერი კეთდება. კეთილი ნების ნაბიჯი გადმოიდგა საქართველოსკენ, რათა საქართველომაც გადადგას მისკენ მსგავსი კეთილი ნაბიჯი. რუსეთმა ქართველ საზოგადოებას ამცნო, რომ ურთიერთობის დარეგულირების სურვილი აქვს.


- ევროპასთან ვიზის ლიბერალიზებაზე რას ფიქრობთ?


- რეალურად ეს იყო მორიგი იმედგაცრუება ქართველი საზოგადოებისა ევროპის მხრიდან. ეს არ არის სასწავლო ვიზა, სამუშაო ვიზა. ეს არის მოკლევადიანი ვიზა. საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეუძლია, რომ პარიზში წავიდეს დასათვალიერებლად და დასასვენებლად? ჩვენს საზოგადოებას სჭირდებოდა სასწავლო და სამუშაო ვიზა. აქედან არცერთი არ მიგვიღია. ევროპამ კიდევ ერთხელ დაუმსხვრია იმედები ქართველ საზოგადოებას. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016