reportiori.ge - ლეილა გაფრინდაშვილი: ხელისუფლებიდან ივანიშვილის წასვლა პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 05 აპრილი, 2020. 23:33
ინტერვიუ
ლეილა გაფრინდაშვილი: ხელისუფლებიდან ივანიშვილის წასვლა პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს!
19 ნოემბერი, 2013. 14:32

„ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი ლეილა გაფრინდაშვილი „რეპორტიორთან" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს აფასებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე საუბრობს.

 

- საქართველოში დღეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური სიტუაცია ძალიან რთული და არაერთგვაროვანია. მინდა სამართლიანი ვიყო და რეალურად შევხედო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. რასაკვირველია, წინა ხელისუფლებას უამრავი ცოდვა აქვს ჩადენილი, მათ შორის ეკონომიკური დანაშაულებები, მაგრამ დღეს რომ ეკონომიკური სიტუაცია გაუარესებულია, მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებას დავაბრალოთ, არ იქნება სამართლიანი. სააკაშვილი ხელისუფლებაში უმძიმეს პერიოდში მოვიდა, ფატიურად, ქვეყანას ბიუჯეტიც კი არ ჰქონდა, პენსიები, ხელფასები არ რიგდებოდა. უშუქობა, უგაზობა, უწყლობა, უტრანსპორტობა და რომელი ერთი ჩამოვთვალო. მან ძალიან ბევრი უკანონობა ჩაიდინა, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტი სტაბილური გახადა. შედარებით უკეთესი სიტუაცია დახვდა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ ეკონომიკურად  ქვეყანა ცოტა უფრო წინ წაწეულიყო. ახლა ეკონომიკური პროცესები პრაქტიკულად, შეჩერებულია. ქუჩაშიც რომ გაიხედოთ, ნახავთ, ლიკვიდაცია აწერია ყველა მაღაზიას, ლილოს ბაზრობის ნახევარი დაიკეტა, ანალოგიური მდგომარეობაა სხვა ბაზრობებზეც. ეს კი საზოგადოების გულისწყრომას იწვევს. ივანიშვილის რეიტინგი ხელისუფლებაში მოსვლამდე თუ 70% იყო, დღეს განახევრებულია. იმ 100 საწარმოდან, ხალხს რომ დაპირდნენ, 10 მაინც რომ აშენებულიყო, ჩავთვლიდით, რაღაც პროცესი დაიწყო. ერთი საწარმოც ვერ გაიხსნა ოფიციალური მონაცემებით რომ ვილაპარაკოთ, ეკონომიკა ნულს ქვემოთ იყო, ახლა ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდა იგრძნობა. ეს რამდენად რეალურია, არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ ადამიანები სიდუხჭირეში არიან და შიმშილობენ. ახალმა ხელისუფლებამ ხალხში აბსოლუტური იმედგაცრუება გამოიწვია და აპათიაში ჩააგდო.

 

- მიზეზები სად უნდა ვეძებოთ?

- როდესაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა, ერთადერთი პარტია ვიყავით, რომელმაც საკუთარი რეიტინგის ხარჯზე ვთქვით, პარლამენტში ბრუნდებოდა ძალა, რომელიც არ განსხვავდებოდა „ნაციონალური მოძრაობისგან". 20 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ და ერთიდაიგივე ხალხია როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისე პარლამენტში. ჩვენ ვიცოდით, რომ ესენი სიკეთეს არ მოიტანდნენ. ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამ სააკაშვილის ხელისუფლება გადაარჩინა. კოაბიტაციას რომ უძახიან, თავად მოიგონეს.

 

- ამაში დასავლეთის ზეწოლას გამორიცხავთ?

- თუ მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცებ, რა დანაშაულებრივ რეჟიმს აწარმოებდა სააკაშვილი, რა ჩაიდინა საკუთარი ხალხის წინაშე, რომლის უამრავი ფაქტები არსებობს, ეს რომ თვალნათელი გამხდარიყო ევროპარლამენტისთვის, ევროკავშირისთვის, ამერიკის კონგრესისთვის, სენატისთვის, ამაზე რომ ემუშავა ხელისუფლებას, ასე არ მოხდებოდა. თუ სააკაშვილმა რეკლამირება გაუკეთა თავის საქმიანობას, შენ რომ მოხვედი ხელისუფლებაში, რა იყო უარყოფითი, ის გენახებინა მსოფლიოსთვის. ის დანაშაულებრივი ნაბიჯები, რაც გადადგა წინა ხელისუფლებამ, გენახებინა მსოფლიოსთვის და ხმას ვერ ამოიღებდნენ. როდესაც უვარგისია ესა თუ ის ძალა, „ნაციონალები" მყავს მხედველობაში, შენთან რომ გადმობარგდებიან,  წმინდანები გახდებიან? ივანიშვილმა შეუწყო ხელი მათ რეანიმაციას და მთავარ ოპოზიციურ ძალად აღიარა მისმა ხელისუფლებამ. დღეს რომ გაიძახიან, არ გვაჭერინებენ ყოფილ ჩინოვნიკებს, რომელთაც დანაშაულებები აქვთ ჩადენილიო, არ დაგაჭერინებენ, კოაბიტაციაში თუ შეხვალ და მთავარ ოპოზიციურ ძალად აღიარებ. კარგად ხედავთ, ახალაიას სასამართლომ ბრალდებები მოუხსნა, იმდენად სუსტი საქმეები მიაქვთ პროკურატურაში. კუბლაშვილის სასამართლოს რომ აბრალებს ამას ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, გიჟია მოსამართლე, გამართული საქმე მიუტანო და ვიღაც ახალაიას ან მერაბიშვილს ბრალდებები მოუხსნას?

 

- მხოლოდ პროკურატურას ადანაშაულებთ?

- რასაკვირველია, ეს არის პროკურატურის სისუსტე და დანაშაული. გაუმაგრებელ საქმეს რომ მიუტან მოსამართლეს, ის კაცი გამართლდება. მოსამართლეებმა შეიძლება ძალიან ბევრი დანაშაულებები ჩაიდინეს სააკაშვილის პერიოდში, მაგრამ დღეს ორი თავი არა აქვთ, რომ ის არ მიუსაჯონ, რასაც იმსახურებენ ეჭვმიტანილები. კარგი, მაღალი პოლიტიკური ლიდერები კოაბიტაციაში შევიდნენ და ვერ დაიჭირეს, მწამებლების დაჭერასაც რამე უნდოდა? 1000 ლარებით რომ გამოუშვეს და აბუჩად აიგდეს მოქალაქეები...  კარგად დაიმახსოვროს ამ ხელისუფლებამ, საზოგადოება ბაქრაძის მე-2 ადგილზე გასვლას ვერ აიტანს. ახლა ივანიშვილი მიდის ხელისუფლებიდან და არასამთავრობოდან უნდა მართოს ქვეყანა. ხელისუფლებაშია და  ვერაფერს აკეთებს, არასამთავრობოდან რას შეძლებს?

 

- ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლა ქვეყანაზე უარყოფითად იმოქმედებს?

- რა თქმა უნდა, თუ ივანიშვილი წავა, ქვეყანაში მძიმე სიტუაცია შეიქმნება. თუ მას ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთება უნდა, ხელახალი არჩევნები უნდა დანიშნულიყო, რაც არ გააკეთა. ხელახალი არჩევნების შემთხვევაში, პარლამენტში შევა ის ძალები, რომლებიც ხალხის ინტერესებს დააკმაყოფილებს. დამერწმუნეთ, ხელისუფლებიდან ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნა გარდაუვალია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016