reportiori.ge - აკაკი ასათიანი: ხელისუფლება უნდა წამოვიდეს გარკვეულ კომპრომისზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 22 იანვარი, 2019. 12:33
ინტერვიუ
აკაკი ასათიანი: ხელისუფლება უნდა წამოვიდეს გარკვეულ კომპრომისზე
28 იანვარი, 2016. 14:44


ხელისუფლებამ „გაზპრომს" თანამშრომლობაზე უარი უნდა უთხრას", - ამის შესახებ „ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი აკაკი ასათიანი „რეპორტიორთან" საუბრისას აცხადებს და ხელისუფლებას გარკვეული წინადადებებით მიმართავს:


- საქმე საკმაოდ მარტივადაა. საქართველოს შეექმნა გაზის მომარაგების დეფიციტი. ეს კარგი მიზეზის გამო მოხდა, რადგან სოფლების გაზიფიცირება ხდება და ეს ძალიან კარგი ამბავია. ამ დეფიციტის დაფარვაზეა ლაპარაკი. მილსადენიდან, რომლითაც რუსეთი სომხეთს გაზს აწვდის, 10 %-ს ჩვენ გვიტოვებს. ეს პროცესი მიმდინარეობს 1998-1999 წლის შემდეგ. ყოველ წელს რუსეთი სვამდა საკითხს, რომ ანაზღაურება მომხდარიყო არა ბუნებრივი აირით, არამედ ფულით. მაგრამ, ახლა განსაკუთრებულად გამხეცდა რუსეთი ამ თემაზე.


„ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ რუსეთი ამ საკითხით შემდეგ დაგვაშანტაჟებს და გაზს შეგვიწყვეტს. ეს მოსაზრება საკმაოდ არალოგიკურია. რუსეთი გაზის მოწოდებას ვერ შეწყვეტს, რადგან ამ შემთხვევაში სომხეთსაც შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება. თან ჩვენც ასე თუ ისე გავუძლებთ 10 %-იან დანაკლისს. მეორე მხრივ, ეს არგუმენტი ხელისუფლების წინააღმდეგაც მუშაობს. თუკი 10 % არაფერს დაგვიშავებს, მაშინ მითუმეტეს, შეგვიძლია, რომ რუსეთთან უფრო მტკიცედ ვისაუბროთ.


რეალური პრობლემაა ის, რომ აზერბაიჯანს გაზი კი აქვს და ამის მოწოდებაც შეუძლია დამატებით, მაგრამ გარკვეული ტექნიკური სამუშაოები სჭირდება. ეს არის რამდენიმე თვის საკითხი.


მგონია, რომ ხელისუფლებამ რუსეთს უარი უნდა უთხრას ამ კუთხით თანამშრომლობაზე. ჩვენთვის უფრო მისაღებია, რომ ეს დამატებითი 10 % ნატურით მივიღოთ და არა ფულადი სახით. თუ მაინცდამაინც ფულის მოცემა უნდათ, ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია გამოვართვათ ეს თანხა და გაზი არა მათგან, არამედ აზერბაიჯანისგან ან ირანისგან შევიძინოთ.

 

- სერგეი ლავროვი ქართველ კოლეგასთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს. რას ფიქრობთ აღნიშნულ ინიციატივაზე და ზოგადად, რამდენად შესაძლებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა?


- დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, სანამ ტერიტორიების საკითხი ასე დგას, შეუძლებელია. მაგრამ, მგონია, რომ ეს გახშირებული განცხადებები რუსეთის მხრიდან, რომ ისინი სააკაშვილს არ გადააყოლებენ ქართველ ხალხთან ურთიერთობას, სწორია და ასეც უნდა იყოს. მაგრამ, მათაც უნდა იფიქრონ და ჩვენც უნდა ვიფიქროთ, რა ფორმულა შეიძლება მოიძებნოს, რომ მოიხსნას რუსეთის მხრიდან ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ამ საკითხში ჩიხშია მოქცეული და რაღაცნაირად უნდა „მივეხმაროთ" ამ ჩიხიდან გამოსვლაში.

 

- ინტერპარტიულმა ჯგუფმა, რომელშიც თქვენც შედიხართ, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე სასაუბროდ პრემიერსა და პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა. რამდენად კმაყოფილი ხართ მათთან შეხვედრით და ელოდებით თუ არა კონკრეტულ შედეგებს?


- კვირიკაშვილის განწყობა მისასალმებელია. ამას ყველა აღნიშნავს, ოპონენტებიც და საზოგადოებაც. ვფიქრობ, ჩნდება შესაძლებლობა, რომ საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირება ერთხელ და სამუდამოდ კამათის, დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში გადავიდეს. კომპრომისი უნდა მოიძებნოს და უნდა მივაღწიოთ ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღებ შედეგს. საუბარია არჩევნებზე. 2012 წელს პირველად მოხერხდა საპარლამენტო არჩევნების მეშვეობით ხელისუფლების შეცვლა. ამან ხელი შეუწყო ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, ვიზა-ლიბერალიზაციას. ეს ყველაფერი თანდათან ძალიან თანმიმდევრულ სახეს იძენს. დიალოგის ფორმატმა როგორც მინიმუმ უნდა დახვეწოს საარჩევნო კოდექსის სხვადასხვა პუნქტები. ჩვენც წავალთ კომპრომისზე და დაველოდებით 2020 წელს, რომ მაჟორიტარული სისტემა შეიცვალოს, მაგრამ ისინიც უნდა წამოვიდნენ გარკვეულ კომპრომისზე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016