reportiori.ge - თბილისში „ბნელი“ რესტორანი 1ST SENSE (პირველი გრძნობა) გაიხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 22 ოქტომბერი, 2019. 18:38
"რეპორტიორის" თვალით...
თბილისში „ბნელი“ რესტორანი 1ST SENSE (პირველი გრძნობა) გაიხსნება
16 ივლისი, 2015. 17:51



რესტორანი სიბნელეში, ეს არის პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით პირველად ხორციელდება. ქართველ გურმანებს 18 ივლისიდან საშუალება ექნებათ, გამოსცადონ, თუ როგორია, იყო უსინათლო და საკვები მხოლოდ სურნელისა და გემოს მიხედვით აღიქვა. დარბაზში შესვლამდე კლიენტი ვალდებულია, ძვირფასი ნივთები, კოსტიუმი, მობილური ტელეფონი და მანათობელი ციფერბლატის მქონე საათი შემნახველ საკანში ჩააბაროს.


რესტორანს განსხვავებული კულინარიული მენიუ აქვს. იქ მისულ სტუმრებს 4 სახის მენიუ დახვდებათ, მათ შორის მენიუ სიურპრიზი და მათი ფასი 60-დან 80 ლარამდე იქნება. რესტორანში ყოფნის ხანგრძლივობა განსაზღვრულია და იგი ნახევარ საათს შეადგენს.


„ბნელი" რესტორანი პირველად 1999 წელს პარიზში გაიხსნა და მისი მფლობელი და იდეის ავტორი უსინათლო გახლდათ. თბილისში „ბნელი" რესტორანი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და მიმტანებად უსინათლოები და მხედველობადაქვეითებული ადამიანები დასაქმდებიან.


რესტორანი 1ST SENSE (პირველი გრძნობა) სოლოლაკში, ასათიანის #33-ში მდებარეობს. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ რესტორანს კვირის სამი დღის მანძილზე ეწვიონ,  კერძოდ: ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას. რესტორანი 15:00-დან 21:00 საათამდე მუშაობს.


რესტორნის facebook გვერდი:   https://www.facebook.com/1stsensetbilisi?fref=ts


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016