reportiori.ge - საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015“ საზეიმოდ დაიხურა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 23 სექტემბერი, 2019. 09:27
"რეპორტიორის" თვალით...
საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015“ საზეიმოდ დაიხურა
11 დეკემბერი, 2015. 20:02



თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015" დასრულდა. ფესტივალში მონაწილეობა 10 უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა მიიღო. ფესტივალის საზეიმო დახურვა „გარდენ ჰოლში" გაიმართა. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში 7-კაციანმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის წევრთა შორის იყვნენ: მსახიობები ჯემალ ღაღანიძე, კახა მიქიაშვილი, თამუნა ნიკოლაძე, ლელა მებურიშვილი, რეჟისორი გოგი თოდაძე, თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე და თეატრალური პროექტების მენეჯერი სოფიო სიხარულიძე. საღამოს უძღვებოდნენ წამყვანები: მსახიობი მარიამ ჯოლოგუა და გიორგი სუხიტაშვილი.




საზეიმო დახურვამ და დაჯილდობის ცერემონიამ ამაღელვებელ ვითარებაში ჩაიარა. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტი სიხარულისგან გამოწვეულ ემოციებს ვერ მალავდა. წლევანდელი ფესტივალის ფავორიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გახდა. მთავარ ნომინაციაში - ფესტივალის აღმოჩენა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრ „ჰიგიას" სტუდენტმა თამარ ჟღენტმა გაიმარჯვა. ნომინაციაში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ასევე  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნინი შაშიაშვილმა გაიმარჯვა. მესამე ძირითად ნომინაციაში - მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გამარჯვება წილად ხვდა ლატვიის აგარარული უნივერსიტეტის სტუდენტს კასპარს ცურინსს.



თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტის სტუდენტებმა ზურა ყიფშიძემ და გიორგი კოლხიდაშვილმა მოიპოვეს გამარჯვება კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, ხოლო ქალის კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ნომინაციაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა სალომე ბადაგაძემ გაიმარჯვა.



მამაკაცისა და ქალის როლის საუკუთესო შესრულებისთვის ლატვიელი სტუდენტები: მარტინს მუიტინიეკსი და ლინდა გრინბერგა დაჯილდოვდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით  მამაკაცის ეპიზოდური როლი ყველაზე კარგად თურქეთის სტუდენტური დასიდან ოზან ოზთურქმა შეასრულა. ხოლო ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ნინი ჩხიკვაძეს გადაეცა. ასევე გამოვლინდნენ ასოციაცია „ასტას"და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის რჩეულები. როგორც ჟიურის წევრებმა განაცხადეს, საუკეთესო მოყვარულ მსახიობთა გამოვლენამ აზრთა სხვადასხვაობის გამო კამათის ფონზე ჩაიარა. თუმცა კომპეტენტურმა ჟიურიმ  საუკეთესოთა შორის საუკეთესოების არჩევა მაინც შეძლო.  



გამარჯვებულ მოყვარულ მსახიობებს ფესტივალის სპეციალური ჯილდო და სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. წლევანდელი ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. გაიჭრა ფესტივალის ლოგოთი დამშვენებული ტორტი. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალში სპონსორების რიცხვის გაზრდასთან ერთად, ფესტივალში მონაწილე უნივერსიტეტთა რიცხვიც გაიზრდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016