reportiori.ge - 50 წლის სოსო პავლიაშვილმა საყვარელ ქალს ცოლობა ემოციურად სთხოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 17 თებერვალი, 2020. 09:58
ყვითელი
50 წლის სოსო პავლიაშვილმა საყვარელ ქალს ცოლობა ემოციურად სთხოვა
ავტორი:
10 ივლისი, 2015. 13:35


50 წლის იუბილე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა. რუსული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად სცენაზე მის გვერდით იდგა ირინა პლატახიც, რომელიც სოსო პავლიაშვილთან ერთად უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს და მათ 2 შვილიც ჰყავთ, თუმცა ამ დროის განმავლობაში პავლიაშვილი ჯერ თბილისელ ცოლთან იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში, შემდეგ კი ირინასთან ურთიერთობის დაკანონებას სულ სამომავლოდ დებდა.


საიუბილეო კონცერტის ბოლოს პავლიაშვილმა კონცერტის ყველა მონაწილე სცენაზე გამოიხმო, ხანგრძლივი აპლოდისმენტების შემდეგ ჰაერში ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი ბავშვი გამოჩნდა, რომელმაც სოსოს პატარა კოლოფი გადასცა.


რამდენიმე წამში ჩაირთო სოსოს ძველი ჰიტი „მე შენთან ვარ" და მომღერალი მთავარ სათქმელზე გადავიდა.


„ძვირფასო ირა, 18 წლის წინ მე და შენ ერთმანეთი ამ სიმღერამ გაგვაცნო. ამ წლების გამავლობაში მე და შენ გამოვიარეთ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდით.

 

მე ყოველთვის აღმაფრთოვანებდა და დღემდე აღმაფრთოვანებს შენი სილამაზე, შენი სინაზე, სიბრძნე, ერთგულება.

 

შენ მე გამიჩინე ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილი, იმედი მაქვს, ეს ზღვარი არ არის, მე შენ მაინც დაგითანხმებ.

 

ასეთი სერიოზული გამოსაცდელი ვადის შემდეგ, მე უნდა მოვიქცე ისე, როგორც ვალდებულია მოიქცეს ყველა წესიერი მამაკაცი", - თქვა სოსომ და ირინას წინ ცალ მუხლზე დაიჩოქა.

 

„ღვთის წინაშე, ამ არაჩვეულებრივი ადამიანების წინაშე, მე მინდა, რომ შენ ბოლოს და ბოლოს ჩემი კანონიერი ცოლი გახდე" - დაამატა მომღერალმა ხანმოკლე პაუზის შემდეგ.






ირინა სოსოს უფროს ვაჟთან - ლევანთან და აჩი ფურცელაძესთან ერთად



 

 

სოსო და ირინა შვილებთან ერთად

 

 

 


 

 

 




წყარო: droni.ge, ანა ცარიტოვა 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016