reportiori.ge - რუსეთი 1 მარტიდან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 21 თებერვალი, 2020. 10:05
მსოფლიო
რუსეთი 1 მარტიდან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 15:36



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილ გენადი გატილოვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის, 1მარტიდან სირიაში ცეცხლი შეწყდეს და ასევე მზადაა, აღნიშნული საკითხი მიუნხენის შეხვედრაზე განიხილოს.


მიუნხენში სირიის საკითხზე საერთაშორისო მოლაპრაკებები იმართება, რომელშიც აშშ, რუსეთი, საუდის არაბეთი, ირანი და სხვა ქვეყნები მონაწილეობენ.


შეხვედრის მონაწილეები ჩიხში შესული ჟენევის მოლაპარაკებების განახლებას ეცდებიან.


გატილოვი ვარაუდობს, რომ ჟენევაში დისკუსიები შესაძლოა, 25 თებერვლამდეც განახლდეს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სირიის მთავრობა ჟენევის მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადაა, დისკუსიების ხელახლა დაწყების ვადა კი სირიის ოპოზიციაზეა დამოკიდებული, რომელსაც ერ-რიადი უჭერს მხარს.


„ვინაა პასუხისმგებელი  მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ჩაშლაზე? ერ-რიადის ოპოზიცია. მათ უნდა დავუსვათ კითხვა, განახლდება თუ არა მოლაპარაკებები 25 თებერვალს. როგორც ვიცი, სირიის მთავრობა ამისთვის მზად არის", - განაცხადა გატილოვმა.


უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ არ ეთანხმება რუსეთის გეგმას 1 მარტიდან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადების შესახებ. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ მარტამდე სირიის სამთავრობო ჯარი სირიის ზომიერი ოპოზიციის დამარცხებას შეძლებს. აშშ სირიაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და ალყაში მყოფ ქალაქებში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას ითხოვს.



წყარო: 20/30




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016