leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ პუტინი ამომრჩევლებს: მადლობა მხარდაჭერისთვის

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას, ვინც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიეცით ხმა. მთავარია, თქვენ დაამტკიცეთ, რომ თქვენს მოქალაქეობრივ მოვალეობას პატივს სცემთ, არჩევანის თავისუფლებას აფასებთ. თითოეული თქვენგანის ხმას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. 

მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არჩევნებში ფორმალური გამარჯვება. ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის მხარდაჭერას ნიშნავს, ჩვენი საერთო მიღწევების მხარდაჭერაა, რომლებიც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდებული უნდა იყოს, მაგრამ დღეს ისინი რუსეთს კიდევ უფრო აძლიერებენ და დამოუკიდებელს ხდიან“, – აღნიშნა პუტინმა.

დღეს, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმადაც ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87,28%-ი მოიპოვა.

 

ასევე იხილეთ