leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი: სპორტი დიდი მოვლენაა, ის აერთიანებს ქვეყანასა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს

“დღევანდელი დღე  ჩემთვის და ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია. დღეს დედაქალაქი ფეხბურთით სუნთქავს – ყველა ამ მნიშვნელოვანი თამაშით არის დაინტერესებული”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა საქართველო-ლუქსემბურგის თამაშის შესახებ, რომელიც 21 მარტს, 21:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება.
“რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინი არსებობს. ჩვენმა გულშემატკივარმა უკვე შეიძინა გამოცდილება. 21 წლამდე ნაკრების თამაშებზე როგორი განწყობა და ერთიანობაც სუფევდა, ასეთივე უნდა გავაგრძელოთ – თანმიმდევრულები ვიყოთ და მოთხოვნებიც ზედმეტი არ მოგვივიდეს. ფეხბურთელები მზად უნდა იყვნენ თავიანთი მაქსიმუმის გამოსავლენად, მაგრამ, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არ უნდა იყვნენ. 
ფეხბურთი და ზოგადად, სპორტი, დიდი მოვლენაა. ეს აერთიანებს ქვეყანასა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ნაკრები გაიმარჯვებს. 
რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ლუქსემბურგის ნაკრებს, წლების წინ არანაირ ძალას არ წარმოადგენდა, მაგრამ მათ დაამტკიცეს, რომ შესძლებიათ აქამდე მოსულიყვნენ. დღეს ისინი დადებითი შედეგებით გამოირჩევიან, კარგი გუნდი და სერიოზული მოწინააღმდეგეა. მაგრამ, ჩვენი ნაკრები აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ასევე იხილეთ