leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი გვარამია-მელიას გაერთიანებაზე: ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომრები მიაწებეს

გაერთიანება, რომელსაც „ახალი“ დაერქვა, პირდაპირ მონაწილეა დანაშაულებრივი საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა ქვეყანაში, ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც მიაწებეს ახალი ნომრები”,  – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განაცხადა.

„განცხადებებს უცხოელი პარტნიორებისთვის აკეთებენ, რომ ვითომ სხვა არიან. ატყუებენ რომ კოალიციური მთავრობა იქნება სტაბილურობისა და დეპოლარიზაციის გარანტი. ეს არის მავნებელთა ერთი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა ნიშებს იკავებენ და სწორ დროს უნდა შეგროვდნენ. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს, ზოგს სისხლში აქვს ხელები დასვრილი პირდაპირი მნიშვნელობით.

გაერთიანება, რომელსაც „ახალი“ დაერქვა, პირდაპირ მონაწილეა დანაშაულებრივი საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა ქვეყანაში. არა თუ შემოქმედნი , არამედ განმხორციელებელიც. ეს არის რეალობა. გინდ ახალი დაარქვი გინდ ძველი, ამათ ჰგონიათ რომ „ახალი“ თუ დაარქმევენ საზოგადოებას ახალი ეგონება. ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც მიაწებეს ახალი ნომრები. ამ მანქანამ ბევრი ადამიანის სიცოცხლეზე გადაიარა“,– განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ