საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს მასპინძლობს. მატჩი „დინამო არენაზე“ ცოტა ხნის წინ დაიწყო.
სასტარტო შემადგენლობები შემდეგნაირია:
საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი, კაკაბაძე, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე.
ლუქსემბურგი: მორისი, ბონერტი, მაჰმუტოვიჩი, შანო, იანსი, პინტუ, ბარეირო, კ. მარტინსი, ოლესენი, სანჩესი, როდრიგესი.
ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის აქამდე გამართული ოთხი შეხვედრიდან ერთი მეტოქემ მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა და ორჯერ ქართველებმა გაიმარჯვეს.