შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ფული ხმარდება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას
“სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ფული ხმარდება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას – როგორც ტონი, ასევე შინაარსი აღმაშფოთებელია”, – ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადების კომენტირებისას.
„სწორედ, ეს არის დეზინფორმაცია. ზუსტად ეს არის, რასაც წესით, უნდა ვებრძოლოთ 9 პუნქტის ფარგლებში, მაგრამ სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ფული ხმარდება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას. როგორც ტონი, ასევე შინაარსი აღმაშფოთებელია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მტკიცებულებების გარეშე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ქვეყანას რუსეთის სანქციების გვერდის ავლას ედავება.