საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0-ით დაამარცხა და პლეიოფის ფინალში გავიდა.
შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა. მეტოქის კარში ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი, ასევე, თბილისში შედგება, სადაც საქართველოს ნაკრები უკვე ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.