top_leaderboard

კახა კალაძე: ვულოცავ ჩვენს საამაყო ბიჭებს, ვულოცავ საქართველოს!

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ნაკრებს და მთელ საქართველოს გამაჯრვებას ულოცავს.

“არის! გამარჯვება ჩვენია! ვულოცავ ჩვენს საამაყო ბიჭებს, ვულოცავ მთელ საქართველოს!  საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის გამარჯვებულია. კიდევ ბევრი წარმატება გვეზეიმოს!“, – წერს კალაძე “ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პლეიოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგი დაამარცხა და ფინალში გავიდა.

 

ასევე იხილეთ