left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო სექტორად წარმოდგენილი არიან ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნები და პოლიტიკური ლიდერები

არასამთავრობო სექტორად წარმოდგენილი არიან ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნები და პოლიტიკური ლიდერები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვა ეხებოდა „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის ნოდარ ხარშილაძის განცხადებას, რომელმაც თქვა: „ქართული ოცნება“ გაზარმაცდა, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა არჩევნებზე, დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს“.

„ნოდარ ხარშილაძე გახლავთ თავდაცვისა და შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში. ის ბაჩო ახალაიას მოადგილე იყო წლების განმავლობაში. დღეს რომ უცხოური დაფინანსებით ხდება წარმოდგენა, რომ ეს ადამიანი სამოქალაქო საზოგადოებაა, ერთი მხრივ, ეს არის ცინიზმი და მეორე მხრივ, ეს არის ის ნირი, რომელიც აქვს ნაცმოძრაობას, რასაც ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში – პირდაპირი მუქარა, იმავეს აგრძელებენ ახლა. პრობლემაა ის, რომ ასეთი ადამიანები იღებენ შემდეგ დაფინანსებას, მათ შორის სხვადასხვა საელჩოდან. ეს საელჩოები წარმოგვიდგენენ მათ, რომ ვითომ ისინი არიან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრო სექტორი. სავსეა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი თუ არასამთავრო სექტორი ხალხით, რომლებიც სააკაშვილის პერიოდში იყვნენ არათუ საჯარო სამსახურში, არამედ იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები. ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა, რომ დღეს არასამთავრობო სექტორში დომინირებენ ნაცმოძრაობის პოლიტიკური ლიდერები და სწორედ ამიტომაც ისმის ეს მუქარები, რაც შესაბამისად არის მათი სურვილების გამხელა, რომ ხელისუფლებში მოსვლის შემთხვევაში, აასრულონ ის ვენდეტა, რომელიც ჩაფიქრებული აქვთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ