„იცით, რომ ვეტო დაძლეულია. როგორც ჩანს ქალბატონი სალომე არ აპირებს, რომ ხელი მოაწეროს. ის თუ არ მოაწერს, მე მოვაწერ ორშაბათს ამ ცვლილებას ხელს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
„ამოქმედდება ეს ცვლილება ზუსტად იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები და იყოს ეფექტიანად მომუშავე ცესკო. ამ მხრივ ჩვენ ჩვენი ნაბიჯი უკვე გადავდგით. რაც შეეხება სასამართლოს ნაწილში ცვლილებებს, აქაც დაინიცირებულია პროექტი, რომელსაც მეორე და მესამე მოსმენებითაც მივიღებთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და პრეზიდენტის ვეტო დაძლია.