leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: დუმილი ოპონენტების მხრიდან ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერას ნიშნავს

ჩვენ ვნახეთ დუმილი ოპონენტების მხრიდან, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერას. ასე რომ, ასე დაფიქსირდება ყველაფერი მათ პოლიტიკურ ისტორიაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს პოზიცია, რა უნდა ქართულ საზოგადოებას – უნდა ლგბტ პროპაგანდის დაშვება, თუ უნდა ამ ტიპის პროპაგანდის არიდება.

„გავიდა დრო, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, მათ შორის არასამთავრობო სექტორსაც, რომ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია, არის თუ არა მისაღები მათთვის ლგბტ პროპაგანდა და თუკი არ არის მისაღები, როგორია მათი მოსაზრება, რა რეგულაციები შეიძლება იყოს, რომ ერთი მხრივ უფლებები იყოს დაცული და მეორე მხრივ, არ იყოს დაშვებული პროპაგანდა. ჩვენ ვნახეთ დუმილი ოპონენტების მხრიდან, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს პროპაგანდის მხარდაჭერას. ასე რომ, ასე დაფიქსირდება ყველაფერი მათ პოლიტიკურ ისტორიაში. რაც შეეხება კანონპროექტს, ორშაბათს იქნება ის წარმოდგენილი. ჩვენ გავდივართ ყველა დეტალს და საზოგადოება გაიგებს, რა სახის რეგულაციები იქნება შემოთავაზებული და ამის შემდეგაც ღია იქნება პროცესი დისკუსიისთვის, ამ ყველაფერში საზოგადოების ჩართულობისთვის. როდესაც ვსაუბრობთ პროპაგანდის საფრთხეებზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საფრთხეებზე, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას, რომელიც სხვა ქვეყნებში უკვე ასრულებული საფრთხეა. კიდევ ერთხელ ვციტირებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რომელსაც თავად მოუწია განცხადების გაკეთება, რომელიც დღეს ჯერ კიდევ საქართველოში ტრუიზმად და ბანალურად აღიქმება, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია. ვხედავთ, რომ დღეს ბრიტანეთში აღარ არის ეს ბანალობა და პრემიერ-მინისტრის განცხადებებია ამისთვის საჭირო. ჩვენი განცხადებები აჩვენებს, რომ ის, რაც ხდება ბრიტანეთში, აშშ-ში თუ სხვაგან ცოტა ხნის შემდეგ გადმოდის ხოლმე საქართველოში, მათ შორის, უცხოეთში დაფინანსების მხარდაჭერით. ასე რომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პოზიცია, რა უნდა ქართულ საზოგადოებას. უნდა ამ ტიპის პროპაგანდის დაშვება, თუ უნდა ამ ტიპის პროპაგანდის არიდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ