საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლის წყალობით ლუქსმებურგი 2:0 დაამარცხა და ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში გავიდა. ცხადია, ბუდუ მატჩის გმირი იყო და მოედანზე საუკეთესო, თუმცა, ვნახოთ, როგორი შეფასებები მიიღეს სხვა ფეხბურთელებმა.
სამწუხაროდ, ანალიტიკურმა საიტმა WhoScored-მა ამ შეხვედრის დეტალური სტატისტიკა არ აწარმოა, ამიტომ Sofascore-ის მონაცემებებს შემოგთავაზებთ.
ბუდუ ზივზივაძემ ეროვნულ ნაკრებში თავისი მე-6 და მე-7 გოლები გაიტანა და ის მოედანზე საუკეთესო იყო. გამოცემამ მას 8.4 ქულა დაუწერა. ბუდუმ სამჯერ დაარტყა კარისკენ, ორი ზუსტი იყო და გოლი გავიდა, ერთი კი ძელს მოხვდა. მას 1 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. მან მიწაზე 3 და ჰაერში 1 ორთაბრძოლა მოიგო.
მეორე საუკეთესო შეფასება ლევან შენგელიას ჰქონდა, მარცხენა ფლანგზე გამწესებულმა შენგელიამ ძალიან ეფექტურად ითამაშა, საგოლე პასი გააკეთა და 8.1 შეფასება მიიღო. მან 2 მნიშვნელოვანი პასი და 6 ზუსტი ჩაწოდება ჰქონდა.
მესამე საუკეთესო შეფასება ლაშა დვალს ჰქონდა – 7.7. საქმე ისაა, რომ დვალმა ყველა (!) დუელი მოიგო – 4 მიწაზე და 2 ჰაერში. 69 პასიდან მას 68 ზუსტი ჰქონდა!
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებები
მამარდაშვილი – 7.1
კვერკველია – 7.2
კაშია – 7.2
დვალი – 7.7
კაკაბაძე – 7.0
ქოჩორაშვილი – 6.7
კიტეიშვილი – 7.1
შენგელია – 8.1
ჩაკვეტაძე – 7.5
ზივზივაძე – 8.4
მიქაუტაძე – 6.5