ზურაბ ქადაგიძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიზანია საკუთარი კარიერა, პოლიტიკური პერსპექტივა და მერკანტილური ინტერესები სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლაში დაიკმაყოფილოს
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საქციელი არც გასაკვირია და მით უმეტეს, არც – მოულოდნელი. ისინი ხომ მთელი თავიანთი მოღვაწეობა, სხვა ქვეყნის სამსახურში არიან და სწორედ ეს გახლავთ მათი მიზანიც – საკუთარი კარიერა, პოლიტიკური პერსპექტივა და მერკანტილური ინტერესები საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა დაიკმაყოფილონ“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის მიერ „ევრონესტში“ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის მხარის არ დაჭერის შესახებ.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ისინი 2008 წლის რეზოლუციას (16-33) აწერდნენ ხელს, სადაც საკუთარ ჯარსა და სახელმწიფოს ადანაშაულებდნენ რუსეთ-საქართველოს ომში, ხოლო ახლა არ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, სადაც საქართველოს დეოკუპაცია და ოკუპანტი ჯარის გაყვანაა მხარდასაჭერი.
მისივე თქმით, ამიტომაცაა საჭირო, ქართული ნიურნბერგის პროცესი, სადაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, როგორც ძველი, ასევე, მოღალატეობრივი პოლიტიკის ახალი გამოვლინება გასამართლდება.
„თუ ვიღაცის აგენტი არ ხარ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ევროინტეგრაციასთან და დეოკუპაციასთან დაკავშირებულ, შენი ქვეყნის მხარდამჭერ რეზოლუციას ხელი არ მოაწერო“ – მამუკა მდინარაძე. რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საქციელი არც გასაკვირია და, მით უმეტეს, არც მოულოდნელი. ისინი ხომ მთელი თავიანთი მოღვაწეობა სხვა ქვეყნის სამსახურში არიან და სწორედ ეს გახლავთ მათი მიზანიც – საკუთარი კარიერა, პოლიტიკური პერსპექტივა და მერკანტილური ინტერესები საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა დაიკმაყოფილონ. „უსამშობლო გენმოდიფიცირებული“ სექტაა, რადგან სამშობლო იქ არის, საიდანაც მეტ სარგებელს მიიღებენ და მათი „გენმოდიფიცირებულობა“ იმით განისაზღვრება, რომ იმ მოღალატეობრივი პოლიტიკის შთამომავლები არიან, რაც სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ 2003-2012 წლებში აკეთა საქართველოში.
ისინი 2008 წლის რეზოლუციას(16-33) აწერდნენ ხელს, სადაც საკუთარ ჯარსა და სახელმწიფოს ადანაშაულებდნენ რუსეთ-საქართველოს ომში, ხოლო ესენი არ აწერენ ხელს რეზოლუციას, სადაც საქართველოს დეოკუპაციასა და ოკუპანტი ჯარის გაყვანას უჭერს მხარს! ამიტომაცაა საჭირო ქართული ნიურნბერგის პროცესი, სადაც გასამართლდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, როგორც ძველი, ასევე, მოღალატეობრივი პოლიტიკის ახალი გამოვლინება!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.