leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში 100%-ით არის გაზრდილი საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების მონაწილეობა არჩევნებში

“ჩვენი ხელისუფლების პირობებში 100%-ით არის გაზრდილი საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების მონაწილეობა არჩევნებში და 44%-ით გაზრდილი რეგისტრაციის მაჩვენებელი. ეს არის კონკრეტული რიცხვები, რომელსაც წყალი არ გაუვა, მაგრამ სტრატეგიის არგუმენტებს  ჰაერი გასდის და წყალიც გაუვა რომ გადავამოწმოთ”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა კითხვით, სად იყვნენ მაშინ, როცა საზოგადოებამ მაღალი აქტივობით აირჩია ოპოზიციაში და რატომ არ შედიოდნენ პარლამენტში რვა თვის განმავლობაში.

„რომ ამბობთ, დაბალი აქტივობა იყო 2020-შიო, მაღალი აქტივობა სადაც იყო, იქ სად იყავით? ხომ იყო მაღალი აქტივობა, ხომ აგირჩიათ ოპოზიციაში საზოგადოების ნაწილმა, სად იყავით, რვა თვე რატომ არ მოდიოდით პარლამენტში? და ამის მერე თქვენ გვარწმუნებთ,  რომ საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების ხმები იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი და მაგას სცემთ პატივს? როცა ქვეყნის შიგნით 100 ათასობით მოქალაქემ აგირჩიათ ოპოზიციაში და თქვენ არ შემოდიოდით, სანამ ევროკავშირმა და ევროპარლამენტარებმა არ გითხრეს პირდაპირ ის, რასაც გეუბნებოდით ჩვენ – ძირს უთხრით არჩევნებს და ძირს უთხრით დემოკრატიას. მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ არჩევნები აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, ევროპული სტანდარტით, თავისუფალ პირობებში და საქართველო გააგრძელებს განვითარებას და სვლას ევროპისკენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ