ნინო ფოჩხუა რადიკალურ ოპოზიციაზე: ამ უსამშობლო ადამიანებისთვის ჯანსაღი თაობა არის ის, ვინც ისვრის „მოლოტოვის კოქტეილს“, წვავს პოლიციელებს…
„ამ უსამშობლო ადამიანებისთვის საქართველოს მომავალი და ჯანსაღი თაობა არის ის, ვინც ისვრის „მოლოტოვის კოქტეილს“, წვავს პოლიციელებს, მათ მანქანებს და აშ. სხვა დანარჩენი კი, რომელიც გააპროტესტებს მათ ღალატს და უცხო ქვეყნის აგენტობას, რაც ხელისგულზე დევს, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ და მთვრალი, არა?“ – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა რადიკალური ოპოზიციის შესახებ.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ზუსტად ეს ახალგაზრდები დაასრულებენ მათ პოლიტიკურ მომავალს.
„ამ უსამშობლო ადამიანებისთვის საქართველოს მომავალი და ჯანსაღი თაობა არის ის, ვინც ისვრის „მოლოტოვის კოქტეილს“, წვავს პოლიციელებს, მათ მანქანებს და აშ. სხვა დანარჩენი კი, რომელიც გააპროტესტებს მათ ღალატს და უცხო ქვეყნის აგენტობას, რაც ხელისგულზე დევს, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ და მთვრალი, არა?
ვინ ხართ, რა ჯიშის ხართ, ვინ გაგზარდათ, რა უფლებით ლანძღავთ ჩვენს შვილებს? კიდევ კარგი, არ ხართ ხელისუფლებაში, ხომ დაასისხლიანებდით და გამოამწყვდევდით ციხეში? დიახ, დაელოდეთ, ზუსტად ეს ახალგაზრდები დაასრულებენ თქვენს პოლიტიკურ მომავალს“, – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.