leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე: რა სამარცხვინო სანახავები არიან ეს ახალი თაობის ნაცები, რომლებიც ვითომ სააკაშვილთან ბრძოლაში ათენ-აღამებდნენ და ახლა ბოკუჩავა-ხაბეიშვილზე მეტ „მიშამადიდებლად“ იქცნენ

„რა სამარცხვინო სანახავები არიან, განსაკუთრებულად, ეს ახალი თაობის ნაცები, რომლებიც ვითომდა სააკაშვილთან ბრძოლაში ათენ-აღამებდნენ და ახლა ბოკუჩავა-ხაბეიშვილზე მეტ „მიშამადიდებლად“ იქცნენ“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, რაც მეტი გუბაზ სანიკიძე და თაკო ჩარკვიანი იქნება კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, მით მეტად გამარტივდება ოპოზიციის სტერილიზაცია ამ უსამშობლო პარაზიტებისგან.

„მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ, რომელიც კაცებს აუპატიურებდა. რაც არ უნდა დავარცხნილად ისაუბრო და ბევრი ენა იცოდე, მეგის ქარდავას თანაპარტიელად დარჩები“, – მიხეილ ყაველაშვილი. როგორი ნიშანდობლივი შეფასებაა „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების, რადგან ისე ანერვიულებულა ამ ფრაზაზე თაკო ჩარკვიანი, რომ თმები გაუშლია, ლეიბები დაუყრია და ზედ გაწოლილა. რა სამარცხვინო სანახავები არიან განსაკუთრებულად ეს ახალი თაობის ნაცები, რომლებიც ვითომ და სააკაშვილთან ბრძოლაში ათენ-აღამებდნენ და ახლა ბოკუჩავა-ხაბეიშვილზე მეტ „მიშამადიდებლად“ იქცნენ. რაც მეტი გუბაზი და თაკო იქნება კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, მით მეტად გამარტივდება ოპოზიციის სტერილიზაცია ამ უსამშობლო პარაზიტებისგან!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

ასევე იხილეთ