leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკრონი: საფრანგეთი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალ რეზოლუციას შეიმუშავებს

საფრანგეთი გაეროს ახალ რეზოლუციაზე იმუშავებს, რომელიც მხარეებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასასრულს, სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა განაცხადა, რომ აპირებს უშიშროების საბჭოში საფრანგეთის რეზოლუციის პროექტის საფუძველზე მუშაობა განაახლოს და  ამერიკელ, ევროპელ და არაბ პარტნიორებთან შეთანხმების მისაღწევად ითანამშრომლოს.

„უშიშროების საბჭომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უნდა მოითხოვოს”, – დასძინა მან.

ემანუელ მაკრონმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას კენჭისყრაზე რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს.

ასევე იხილეთ