„ჩვენი თანამემამულე სოფიკო კვირიკაშვილი კროკუსზე „პიკნიკის“ კონცერტზე იმყოფებოდა, როცა ეს ტრაგიკული მოვლენები მოხდა.
„შესაძლოა, ჩვენ გადაგვარჩინა იმან, რომ სცენიდან (ავარიული გასასვლელი) გავედით და არა დარბაზიდან“, – აღნიშნა სოფიკომ.
კროკუსის შენობაში ნიღბიანმა უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ხალხს. სროლა დაიწყო მუსიკალური ჯგუფის, „პიკნიკის” გამოსვლამდე. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს!პ.ს სოფიკომ ეს ფოტო ტრაგედიის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოაქვეყნა”, – წერს გვერდი „მოსკოვი-თბილისი“.