„ევროკავშირი შოკირებული და შეძრულია მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე” ტერორისტული თავდასხმის შესახებ ცნობების გამო“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს.
„ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმებს მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები რუსეთის ყველა დაზარალებულ მოქალაქესთანაა”, – წერს პიტერ სტანო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 22 მარტს, საღამოს საათებში, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.
ამ დროისთვის (23.03 – 01:00) რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული.
Russia: 🇪🇺 is shocked and appalled by the reports of a terrorist attack in the Crocus City Hall in Moscow.
The EU condemns any attacks against civilians.
Our thoughts are with all those Russian citizens affected.
— Peter Stano (@ExtSpoxEU) March 22, 2024