left_sabechdi

„კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

განცხადება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო Amaq-მა Telegram-ის არხზე გამოაქვეყნა.

„ისლამურ სახელმწიფოს“ ჯერ არ წარმოუდგენია მტკიცებულება ამ განცხადების დასადასტურებლად.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.

https://edition.cnn.com/2024/03/22/europe/crocus-moscow-shooting/index.html 

ასევე იხილეთ