top_leaderboard
left_sabechdi

ედიშერ გვენეტაძე: აუცილებელია სახელმწიფოებრივი მიდგომა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც მიზანდასახულად ახდენენ საქართველოს დისკრედიტაციას გარედან შემოსული ფულის მეშვეობით

„აუცილებელია მიზანმიმართული, სახელმწიფოებრივი მიდგომა და მუშაობა იმ არასამთავრობო, სინამდვილეში კი ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც გეგმაზომიერად, მიზანდასახულად ახდენენ  საქართველოს დისკრედიტაციას სათანადო გაუმჭვირვალე ქვეყნის გარედან შემოსული შავი, დამალული ფულის მეშვეობით“, – ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარ ამოცანას წარმოადგენს, ბრძოლა და გამოვლინება იმ კოლექტიური მეხუთე კოლონის მისამართით, რომლებიც ე.წ. არასამთავრობოთა ცხვრის ქურქში არიან გახვეულნი.

„დიახ, აუცილებელია მიზანმიმართული, სახელმწიფოებრივი მიდგომა და მუშაობა იმ არასამთავრობო, სინამდვილეში კი ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც გეგმაზომიერად, მიზანდასახულად ახდენენ  საქართველოს დისკრედიტაციას გაუმჭვირვალე, ქვეყნის გარედან შემოსული შავი, დამალული ფულის მეშვეობით!

ამიტომაც სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარ ამოცანას წარმოადგენს, ბრძოლა და გამოვლინება იმ კოლექტიური მეხუთე კოლონის მისამართით, რომლებიც ე.წ. არასამთავრობოთა ცხვრის ქურქში არიან გახვეულნი!

და  სინამდვილეში კი უშუბლძარღვოდ დაბადებულნი, თვალის დაუხამხამებლად,  დოლარებისა და ევროების სანაცვლოდ ყიდიან, საქართველოს მოსახლეობისა და  სახელმწიფოს ინტერესებს!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.

 

ასევე იხილეთ