top_leaderboard

მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციონერი კოლეგები არ აკლებენ ძალისხმევას, რომ ქვეყნის ინტერესები დააზიანონ

“როდესაც ჩვენი ევროპელი კოლეგები მოგვიწოდებენ, რომ ერთიანი პოზიციის დაფიქსირება შევძლოთ და ყველაზე უწყინარ საკითხზე – ევროკავშირში ინტეგრაციაზე ხედავენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები თავს იკავებენ, რომ ხელი მოაწერონ, რა თქმა უნდა, ეს აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და კითხვის ნიშნები ჩნდება”, – ასე უპასუხა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკის“ წამყვანის კითხვას, რომელიც ევრონესტის რეზოლუციაზე ოპოზიციის ხელის არ მოწერას ეხებოდა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რამდენად აზიანებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და პერსპექტივებს მსგავსი სახის დაპირისპირების ხილვა ევროსტრუქტურებში.

„ძალიან ხშირად გვესმის ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან, რომ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ (ხელისუფლება და ოპოზიცია). ყველაზე მარტივზე, რაზეც შეიძლება შეთანხმდნენ იმ ქვეყნის პოლიტიკოსები, რომელ ქვეყანაშიც მოსახლობის 85% რაღაც საკითხს უჭერს მხარს და ეს საკითხი არის ევროინტეგრაცია, ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს უჭირთ ერთიანი პოზიციის დაფიქსირება საერთაშორისო არენაზე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენი ევროპელი კოლეგები მოგვიწოდებენ, რომ ერთიანი პოზიციის დაფიქსირება შევძლოთ და ყველაზე უწყინარ საკითხზე – ევროკავშირში ინტეგრაციაზე ხედავენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები თავს იკავებენ, რომ ხელი მოაწერონ, რა თქმა უნდა, ეს აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და კითხვის ნიშნები ჩნდება.

იცით, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები არ აკლებენ ძალისხმევას და ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და ცდილობენ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ როდესაც ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ქართული კი არ არის, რუსულია, ან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს და ცდილობენ დამაჯერებლები იყვნენ ამ პოზიციების გაჟღერებისას. რა თქმა უნდა, დაბნეულები არიან ჩვენი ევროპელი კოლეგები, როდესაც ხედავენ, რომ ეს ვითომცდა პროევროპული ოპოზიციონერები არ აწერენ ხელს ისეთ რაღაცას, რაც ეხება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

 

ასევე იხილეთ