top_leaderboard

მაკა ბოჭორიშვილი: გაოცებულები იყვნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, როგორ არ შეგროვდა ათი ხელმოწერა სამი დელეგაციიდან

“თავის თავს დააბრალოს (ვაშაძემ) თუ არ ჰქონდა (ტექსტი) ნანახი. მე პასუხი მაქვს – იმიტომ ვერ დავარეგისტრირეთ (რეზოლუცია), რომ სამი – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის დელეგაციიდან 10 ხელმოწერა ვერ მოგროვდა და მე ამის არ შემრცხვება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ მოგროვდა”, – ასე უპასუხა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკის“ წამყვანის კითხვას ევრონესტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

წამყვანმა მას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება გააცნო, რომლის თანახმად, მას რეზოლუციის ტექსტი ნანახი არ ჰქონდა და მისი კითხვა გადასცა – ჰკითხეთ მაკა ბოჭორიშვილს, რატომ ვერ დაარეგისტრირა რეზოლუციაო.

„შეთავაზება მათ (ოპოზიციონერ დელეგატებს) ჰქონდათ, იცოდნენ რაზე ვსაუბრობდით, ნანახი ჰქონდათ და ვერ მივიღებ ვერცერთ არგუმენტს, თითქოს ტექსტი არ ჰქონდათ ნანახი. დოკუმენტები არსებობს, რომ მათ ტექსტი ნანახი ჰქონდათ. თავის თავს დააბრალოს (ვაშაძემ) თუ არ ჰქონდა (ტექსტი) ნანახი. (ვაშაძის კითხვაზე) მე პასუხი მაქვს – იმიტომ ვერ დავარეგისტრირეთ (რეზოლუცია), რომ სამი – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის დელეგაციიდან 10 ხელმოწერა ვერ მოგროვდა და მე ამის არ შემრცხვება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ მოგროვდა. რომ იძახის ვაშაძე გაოცებულია ევროპარლამენტიო, ნამდვილად გაოცებულები იყვნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, როგორ არ შეგროვდა ათი ხელმოწერა სამი დელეგაციიდან. საქმე იმაშია, რომ „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო დელეგაციაში მხოლოდ ხუთი დეპუტატი ჰყავს, ოთხი წევრი ოპოზიციიდან არის, ნახეთ თქვენ ვინ იყვნენ.

ოთხიდან ორი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელსაც ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ექნებოდა საკუთარი ქვეყნის წინაშე, რომ ხელი მოეწერა ამ ტექსტისთვის. აქ გადამწყვეტი იყო ასევე უკრაინის დელეგაციის პოზიცია, რომელმაც ერთგვარად ხელი შეუშალა ამ პროცესს, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ეტაპზე მათგან გვქონდა ჩვენ თანხმობა და მინიშნება, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ რეზოლუციას, ხოლო შემდგომ უკვე რაღაც მომენტში მათ ვერ შეძლეს ხელმოწერა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

 

ასევე იხილეთ