leaderboard_below_slide
left_sabechdi

მერაბ დვალიშვილი: ყველა დაბრკოლება გადავლახე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო. 33 წლის სპორტსმენმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოაცხადა:

“თითქმის უკვე 12 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ შრომითა და მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე. რისთვისაც მადლიერი ვარ ამ ქვეყნის”, – აღნიშნავს დვალიშვილი.

თბილისში დაბადებულმა მერაბ დვალშვილმა ვარჯიში პატარა ასაკიდან დაიწყო. ვარჯიშობდა ქართულ ჭიდაობაში, ხრიდოლში, სამბოსა და ძიუდოში. ის აშშ-ში 21 წლის ასაკში გადაბარგდა. მისი კარიერა MMA-ში 2014 წლიდან დაიწყო, სამი წლის შემდეგ კი UFC-ში მისი დებიუტი შედგა.

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში პირველი ორი ორთაბრძოლა დათმო, თუმცა ამის შემდეგ ზედიზედ ათი დაპირისპირება მოიგო და ამჟამად ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრის მთავარი პრეტენდენტია. “მანქანა”, რომელმაც ბოლოს თებერვალში იჩხუბა და ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, ორგანიზაციისგან ჩემპიონ შონ ო’მალისთან შეხვედრის ოფიციალურად ჩანიშვნას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ესპანეთის მოქალაქება UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ მიიღო.

ასევე იხილეთ