leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფონიჭალაში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ახალგაზრდა ქალი დააკავეს

ოზურგეთში, 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გუშინ 23 მარტს მოხდა.

არსებული ცნობით, დაჭრილი კაცი კლინიკაშია გადაყვანილი. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაჭრაში ბრალდებული კაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

მომხდარზე გამოძიება 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე) და 236-ე (იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე) მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ