leaderboard_below_slide
left_sabechdi

ედრიენ უოთსონი: „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკისრება

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოთსონმა განაცხადა, რომ „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკისრება.

“ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკისრება. უკრაინის არანაირ მონაწილეობას ჰქონია ადგილი”, – აღნიშნა ედრიენ უოთსონმა.

მანამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ABC News-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

22 მარტს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი  გახსნეს. ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ნანგრევებში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შემდეგ, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. დაშავებულია 152 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის, ოთხივე ტერორისტი.

ასევე იხილეთ