leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: “ვეტინგი“ არის შეფუთული წმენდა

“ვეტინგის” სისტემა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„გვთავაზობენ იმის გაკეთებას, რასაც არ აკეთებს ევროპა და პრაქტიკულად, არც ერთი ევროპული სახელმწიფო. ეს ე.წ. ვეტინგის სისტემა ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. მეტსაც ვეტყვი ჩვენს ოპონენტებს, კეთილსინდისიერების ტესტი არის ის სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებსაც თქვენ თავს ესხმოდით 2 წლის განმავლობაში და შემდეგ აღმოჩნდა სტრასბურგის სასამართლოში, რომ ქართველმა მოსამართლეებმა, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოს აქვს კეთილსინდისიერების და რისკების შემოწმების მექანიზმები და რა თქმა უნდა, „ვეტინგი“ არის თავს მოხვეული. პოლიტიკური შეფასებაც, რომ მივცეთ, „ვეტინგი“ არის შეფუთული წმენდა, რომელიც თავის დროზე „ნაცმოძრაობამ“ გააკეთა სასამართლოში, რომ დაემორჩილებინა სასამართლო და ის გადაექცია პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტად. ჩვენ ამ გზით არ წავედით და არც მომავალში არ ვაპირებთ“, – აცხადებს თალაკვაძე.

ასევე იხილეთ