leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო ჯღარკავა: მკვლელი ტელევიზიის ჟურნალისტებმა ჯერ მამუკა ხიდაშელის საქმე გამოიძიონ

„მკვლელი ტელევიზიის ჟურნალისტებმა ჯერ მამუკა ხიდაშელის საქმე გამოიძიონ, იმ ბიჭის დედა ცოცხალია და მისი ცოდვით როგორ ხარობენ წერეთლები”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს და აღნიშნავს, რომ  მთელმა თბილისმა იცის, 2000 წელს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა წერეთელმა როგორ  მოკლა 15 წლის მამუკა ხიდაშელი.
„ტვ პირველის ჟურნალისტი ჰაერში გაიკვანძა და ირაკლი ღარიბაშვილს შეეკამათა, როგორ აბრალებ „ტვ პირველის” დამფუძნებელს მკვლელობასო. დიახ, მთელმა თბილისმა იცის, 2000 წელს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პატარა ჭუტა წერეთელმა „მერსედესის” ჯიპით როგორ მოკლა ავტობუსის გაჩერებაზე დედასთან ერთად მდგომი 15 წლის მამუკა ხიდაშელი, როგორ არსებობდა მოწმე ვინმე კარაპეტიანი, რომელმაც მერე გადათქვა და მიფარცხეს საქმე, ჰოდა, მკვლელი ტელევიზიის ჟურნალისტებმა ჯერ ეს საქმე გამოიძიონ, იმ ბიჭის დედა ცოცხალია და მისი ცოდვით როგორ ხარობენ წერეთლები”, – წერს ნინო ჯღარკავა.
ასევე იხილეთ