გურამ მაჭარაშვილი: მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ თავი დაანებონ უცხოური ფულის ჩარიცხვას ქართულ პოლიტიკაში
“ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ენჯეობის“ მეშვეობით, პარტიების დაფინანსების სქემაზე ისაუბრა.
„ერთი და იგივე პიროვნებას აქვს „ენჯეო“ და პარტია და ამ „ენჯეოს“ უფინანსებს სხვადასხვა ფონდი ამერიკიდან თუ ევროპიდან და კარგად ვიცით, ეს ფული სად მიდის, ამას არც უარყოფენ. კეზერაშვილმა პირდაპირ თქვა ეს, დიახ, ის აფინანსებს „ენჯეოებს“, აფინანსებს პარტიებს.
შესაბამისად, ამიტომ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ და ჩვენ ყველა მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ თავი დაანებონ უცხოური ფულის ჩარიცხვას ქართულ პოლიტიკაში. არსებობს უამრავი გამოწვევა – ეკოლოგიური, განათლების სისტემაში, აქ ჩადონ ფული, კი ბატონო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა “იმედის კვირასთან”.